ქალი და მამაკაცი ქალმა თავის ბოიფრენდი მიბეგვა სექსზე უარის თქმის გამო 2015, 8 ივლისი, 17:33 რა არის კარგი საწოლში ურთიერთობისას?ის რომ გყავს პარტნიორი, რომელიც ვალდებულია შენთან სექსი ჰქონდეს, თუმცა 35 წლის ახალგაზრდა ქალს ჯორჯიის შტატიდან ნამდვილად არ "გაუმართლა."
26 ივნისს ტაბატა ლი გრუმზმა(Tabatha Lee Grooms) თავის ბოიფრენდს კარლოსს სექსი მოსთხოვა, თუმცა 30 წლის მამაკაცმა უარი უთხრა, უხასიათობა მოიმიზეზა. განრისხებული ტაბატა სახლიდან გავიდა, დათვრა, შემდეგ დაბრუნდა და შურისძიების წყურვილით შეპყრობილი შინ დაბრუნდა. მან მამაკაცს განუცხადა, რომ სხვასთან იწვა, შემდეგ კი განრისხებული კარლოსს თავს დაესხა, დაკაწრა სახე და მხარი, შემდეგ კი ხელზე უკბინა. საწყალი კარლოსი ტუალეტში ჩაიკეტა და 911-ზე დარეკა.ტაბატას დედა ცდილობდა თავის ქალიშვილის შეჩერებას, მაგრამ მასაც კარგა გვარიანად უთავაზა. როდესაც პოლიცია მოვიდა ტაბატა პოლიციელებს დაემუქრა, რომ მათ საბავშვო ეტლით გადაუვლიდა, თუ არ წავიდოდნენ. ვნებაბამორეული ახალგაზრდა ქალი პოლიციაში გადაიყვანეს, მას ბრალი წარედგინა ხულიგნობაში და სხეულის განზრახ დაზიანებაში.იგი ამჟამად ციხეში იმყოფება, თუმცა მისი ადგილი შესაძლოა ზოოპარკში უფრო იყოს. 711 7-ს მოსწონს 1-ს არა
|