სიახლეები ნერწყვის ანალიზით შესაძლოა სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მოხდეს 2015, 6 ივლისი, 1:55
ამ გრანდიოზული კვლევის ავტორი გახლავთ კალიფორნიაში, ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი დევიდ ვონგი, რომელიც აცხადებს, რომ: - " ნერწყვი დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ნამდვილი საგანძურია.მისი წყალობით შესაძლებელია მომავალში საფუძველი ჩაეყაროს პერსონალიზებულ მედიცინას. ეს უდიდესი რამ იქნება! წარმოიდგინეთ ექიმი სტომატოლოგების მიერ ჩატარებული მარტივი ანალიზის წყალობით ადრეულ სტადიებზე ანუ სიმპტომების გამოვლინებამდე ბევრად ადრე, შესაძლებელი იქნება პანკრეასის კიბოს, დიაბეტის წინა მდგომარეობისა და მრავალი საშიში პათოლოგიის დიაგნოსტიკა.ეს უამრავი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს, ასე ვთქვათ, ჩანასახშივე ვუმკურნალებთ ძირითად პრობლემას და დაავადებად ჩამოყალიბების საშუალებას არ მივცემთ უამრავ მძიმე პათოლოგიას!". კვლევის ჩასატარებლად დოქტორ ვონგის ლაბორატორია მზადაა, სადაც უკვე 165 მილიონმა ადამიანმა გამოკვლება ნერწყვით ჩაიტარა, რომელთა დეტალები სამეცნიერო ჟურნალ "Clinical Chemistry" გამოქვეყნდა - წერს წყარო. 30 6-ს მოსწონს
|