საზოგადოება ეთერ კაკულიას უკანასკნელი გზა (დაკრძალვის დეტალები + VIDEO-ექსკლუზივები) 2015, 4 ივლისი, 21:27 ![]() ეთერ კაკულიას გარდაცვალება თბილისის სტიქიის შემდეგ, საზოგადოებისთვის ყველაზე ცუდი ახალი ამბავი იყო, არ დარჩენილა გადაცემა, ტელევიზია, რადიო და ინტერნეტ-გამოცემა, რომელსაც ეთოსადმი სიყვარული თავისებურად არ გამოეხატა, არ დარჩენილა საზოგადოების ფენა, რომელსაც სამძიმარი არ ეთქვას... თითქოს ჩაიარა ყველაფერმა - ე.წ. ვალდებულება "პანაშვიდზე" მისვლის, სამძიმრის გამოხატვის, ქელეხის, სადღეგრძელოსი და მოფერების მინელდა, - დარჩა დიდი სიყვარული და ცხოვრების გაგრძელების დიდი სურვილი, მაგრამ... ეთოს გარეშე. ![]() ქაშუეთში გადახდილმა სამოქალაქო პანაშვიდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ეთოსადმი საზოგადოების დიდი სიყვარული და რაც ყველაზე თვალში საცემი იყო - უბრალო, ჩვეულებრივი ქართველების ცრემლები, ალალი გრძნობები და სიყვარული სახალხო არტისტისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მარიაჟობა უყვართ და მითუმეტეს ქართველ პოლიტიკოსებს და სნობებს, ამ უბრალო ადამიანების წუხილი ყველაზე მეტად ჩანდა... ისინი არ მარიაჟობდნენ კამერების წინაშე, ისინი არ კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან და თავისთვის, ჩუმად დასტიროდნენ თავის წილ ეთოს... ![]() ოპერის თეატრამდე სასახლე მხრებით მივიტანეთ, რუსთაველის გამზირზე უკანასკნელად ჩაიარა ეთომ, ხალხი ჩერდებოდა, ბოლო ცრემლს ატანდა იმ ადამიანს რომლის ცოცხალ ხმას ვეღარასოდეს ვერ მოისმენდა... ![]() მერე იყო... სულის მოსახსენებელი სადღეგრძელო, იყო ბევრი უცხო ადამიანი... მაგრამ ეთოს ყველა უყვარდა, ნაცნობიც და უცხოც, ახლობელიც და შორებელიც... იყო უამრავი ისტორიის გახსენება, სასაცილო ისტორიის, მხიარული ამბების და ცოტამ, ძაალიან ცოტამ თუ იცოდა ამ პოზიტიური ქალბატონის - სევდა და ტკივილი... თუმცა ეს, უკვე წარსულია... ეთო გარდაცვლილია... ხსოვნა კი - მარადიული! ეთოს მეგობარი - ბესო ჩუბინიძე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 2626 1-ს მოსწონს
|