საზოგადოება მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი-კახა კალაძე მსოფლიოს 15 გმირს შორის მოხვდა 2015, 4 ივლისი, 20:50 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ მსოფლიომ გაიგო. ბევრი ცნობადი თუ უცნობი სახე, პოლიტიკოსი, შოუბიზნესის წარმომადგენელი თუ უბრალო მოქალაქე ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა სტიქიით დაზარალებულებსა და სახელმწიფოს. მათ შორის იყო, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახა კალაძე. მის ამგვარ საქციელს ქართველებს შორისაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი უცხოენოვანი საიტი სტატიას ავრცელებს: "15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიოს კიდევ აქვს გადარჩენის შნსი". მეთხუტმე ფოტო და საპატიო ადგილი კი სწორედ კახა კალაძეს ეკუთვნის. "მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, სანამ არსებობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას მხარში უდგანან. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი პირადად იღებდა მონაწილეობას სიქიური უბედურების ლიკვიდაციაში. მილიონერი და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი მთელი დღეები და ღამეები სამაშველო ბრიგადასთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა"-ნათქვამია სტატიაში. შეგახსენებთ, რომ კახი კალაძე დაქორწინებულია მოდელსა და დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. სტატიაში მსოფლიოს სხვა მოქლაქეევბიც მოხვდნენ: მათ შორისაა ბიჭი, რომელიც 3 წლის მანძილზე იზრდიდა თმას, რათა ის კიბოთი დაავადებული თანატოლებისათვის გადაეცა ფანჯრის მწმენდავები, რომლებიც საბავშვო საავადმყოფოს ადამიანი ობობას ფორმით ასუფთავებენ, სწრაფი კვების თანამშრომელი, რომელის შშმ პირს ნაყინს აჭმევს ბიჭი, რომელიც ქუჩებში უფასოდ კრეჭს მსურველებს და ა.შ. 218 5-ს მოსწონს
|