x
image
ციცი
Mediator image
"ჩემ შვილს უთქვამს, ბეგი ვერ მოვა, მოკლესო..."

image

"ჩემი შუათანა დაბრუნდა გამოცდიდან. კმაყოფილი ვარო, მითხრა და გამიხარდა. მაგრამ მერე ისეთი რამე მითხრა, გული გამიჩერდა.
როცა სიას კითხულობდნენ აბიტურიენტების, ერთი ბავშვი აკლდა. ელოდნენ კარგა ხანს... მერე გვარი გამოაცხადეს, ვინც აგვიანებდა –
ბეგი მამალაძე.
არავის ახსოვდა და ჩემ შვილს უთქვამს, ბეგი ვერ მოვა, მოკლესო...
ერთი თვეც არაა გასული მგონი.
არც ჩემი შვილი იცნობდა, უბრალოდ იცოდა და თქვა.
ძალიან ცუდად გავხდი.
ეხლაც ცუდად ვარ.
არ ვიცი, რატომ ვწერ ეხლა ამაზე, იმიტომ რომ თქვენ გაგინაწილოთ რასაც ვგრძნობ და ცოტათი მომეშვას თუ იმიტომ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს:
როცა ჩვენ გვიხარია, სადღაც უბედურებაა.
და პირიქით.
მაპატიეთ."

ეს სტატუსი ქალბატონ ირინა
სარიშვილს ეკუთვნის, რომელმაც თავისი ემოციები საჯაროდ გაგვიზიარა. ეს მართლაც მტკივნეულია, როდესაც ასეთ ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლეს უმოკლებენ.
ბეგი მამალაძე ეს ის 18 წლის ახალგაზრდაა, რომელიც 26 მაისს ნუცუბიძის პლატოზე ცივი
იარაღით მოკლეს. მკვლელი როინი ქარდავაა, რომელიც
დაჭერილია, თუმცა ეს ბეგის ვეღარ დაუბრუნებს თავის მშობლებს და ეს მას ვერ გააცოცხლებს.
ბეგის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლა დაუმთავრებია და ატესტატიც აუღია. იგი
ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს და მზად იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად, თუმცა ეს
ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი ცხოვრებას
ახლა იწყებდა, მაგრამ არ დასცალდა. გასული წლის 25 იანვარს ბეგი მამალაძის უბანში მოხდა
მკვლელობა. 171-ე საჯარო სკოლის ეზოში მოკლეს 17 წლის მოზარდი, რასაც უკავშირებენ ბეგის
მოკვლის ამბავს და ასახელებენ მიზეზად, თუმცა რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს და
რამდენად იყო ბეგი გარეული ამ ამბავში არავინ იცის. ფაქტი კი ერთია, რომ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეეწირა ამ
გაუგონარ სისასტიკეს. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ბეგის ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა
ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
imageimage


0
587
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0