x
image
K.P.
"ცნობილი უნდა გავხდეო", "თქვენზე ვიზრუნებ, რომ ოჯახს მიხედოთო"-დები ზარანდიების დედის სულისშემძვრელი მონათხრობი
image
13 ივნისის ღამეს მომხდარმა სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები. 22 წლის ინდირა რადიო "საქართველოს ხმაში მუშაობდა" და მალე დაქორწინებას აპირებდა, 25 წლის ლიზა კი სტომატოლოგი გახლდათ. გადაცემა "პროფილში" დები ზარანდიების დედამ ქალშვილებზე ისაუბრა. image

"ინდირა არ უყვარდა და ინდის ეძახდა თავის თავს. ძალიან მხიარული ბავშვი იყო, მაგრამ ფეხის პრობლემა ჰქონდა, პერტესი ჰქონდა და ოთხი ოპერაცია აქვს გადატანილი. ერთი წვეთი ცრემლი არ ჩამომიგდია, გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ უნდა მეტირა. ძალიან ყოჩაღად იყო მე მამხნევებდა. ერთი დღითაც რომ მოსულიყო, ამ ქუჩაზე ყველა გრძნობდა. ორწელიწადნახევარი სკოლაში არ უვლია. ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა. რომ ჩაირიცხა, მერე მეც წავედი სამუშაოდ, დელისის მეტროსთან ვმუშაობდი გარემოვაჭრედ."image

"მაგისტრატურისთვის ემზადებოდა, ჟურნალისტობა უნდოდა, ძალიან უნდოდა. სულ მაგას იძახდა, რომ მე ცნობილი უნდა გავხდეო. ლამაზი ხარო ქუჩაში მეუბნებიანო, ასაკოვანი ხალხიც... მე ვუთხარი, თავის ქება გიყვარს-მეთქი. არა, დე, მე მივაღწევ ამას და თქვენც მოგასწრებთ ამას, მალე სახლში გაგიშვებთო. მომავალ წელს გათხოვებას აპირებდა."

image


"ლიზა ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, მაგრამ ინდირასნაირი თამამი არა, უფრო მორიდებული . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, ორ ადგილას მუშაობდა, ვერ ვასწრებ დედიკო, ვიღლებიო. ეს თვე მაცალე, მანქანას ვიყიდი და მომავალი წლიდან მარტო თქვენზე ვიზრუნებ, რომ თქვენ სახლში წახვიდეთ და ოჯახს მიხედოთო."image

"ლიზი ჩემთან იყო მოსული დელისზე. ახალგაცნობილი მეგობარი ბიჭი მყავს, დედა, იმ ბიჭს გავაცნობო ინდირას და თავის შეყვარებულსო, ნაყინზე გვპატიჟებენო. თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ დავურეკე, წვიმს და ცოტა ხანი კიდევ გავჩერდებითო. მერე მე ჩამძინებია და დილით რომ გავიღვიძე, ლოგინი ცარიელი იყო. ვიცი, რომ დღეს უკვე აღარავის იტაცებენ, მაგრამ გავიფიქრე რაღაცა მოხდა-მეთქი. თურმე თბილისი დანგრეულა და არაფერი გამიგია. ინდირა კვირას მანახეს და ლიზას სახე არ მინახავს". image
გოგონები უმცროს ძმაზე ზრუნდავდნენ. სკოლაშიც დები აკითხავდნენ: "ინდი მხიარული იყო, ლიზა უფრო მკაცრი, ის იბარება გაკვეთილებს, ის უფრო მეტს მთხოვდა. მე ლიზას ვგავდი, უფრო მორიდებული ვიყავი, ინდი კი იძახდა, რომ მას ვგავდი". image

0
331
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0