ადმინისტრაციული მექსიკელი ქალი პოლიციამ დააკავა იმის გამო,რომ ქმარს ხალათი არ დაუუთოვა 2015, 3 ივლისი, 12:28 21 წლის მექსიკელი ახალაგაზრდა ქალი დულცე გარსია(Dulce Requena Garcia) პოლიციამ დააკავა, იმის გამო, რომ მეუღლეს ხალათი არ დაუუთოვა.
ქალს ბრალი დასდეს საოჯახო საქმიანობის უგუველყოფაში და დააკისრეს ჯარიმა 465 პესო(დაახლოებით 31$), თუმცა გარსიას ფული არ ჰქონდა, ამიტომ სამართალდამცავებმა ქალი 12 საათი აყურყუტეს ციხეში ჯარიმის გადაუხდელობის გამო. როგორც თვითონ დულცე გარსიამ განაცხადა ქმარს ხალათი იმიტომ არ დაუუთოვა, რომ იცოდა იგი მეგობრებში კი არა, საყვარელთან შესახვედრად აპირებდა წასვლას. გაბრაზებული ქმარი ედგარ ივან პერეზ ალვარდო(Edgar Ivan Perez Alvarado), გაიქცა და პოლიციაში უჩივლა. პოლიციის საეჭვო ქმედებამ მიიქცია საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების ყურადღება. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაგმეს ქმრის და სამართალდამცავების არაადექვატური საქციელი. 631 8-ს მოსწონს
|