ქართველები ერთსქესიანთა ქორწინებაზე! მომხრენი და მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი მესაქმება"
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221122020468.jpg)
1015 წლის 26 ივნისიდან ამერიკის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, კანონი ძალაში სამ კვირაში შევა. ამ გადაწყვეტილებამდე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად ქვეყნის 36 შტატში იყო შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შტატებში 390000-მდე ერთსქესიანთა ქორწინება იყო რეგისტრირებული, 700000-მდე წყვილი კი ამ ფაქტის დაკანონებას ვერ ახერხებდა.
ამერიკის მთელს ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ქართველების მცირე ნაწილი ამ ყველაფერში ცუდს ვერ ხედავს, უმრავლესობა კი კატეგორიულად წინააღმდეგია. ამ სტატიაში კი გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობი ქართველების მოსაზრებებს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221160020468.jpg)
საქართველოს პატრიაქი:"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა. ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი".
"მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა"-ირაკლი ღარიბაშვილი.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221163220468.jpg)
"არ მესმის კონსტიტუციაში რა საჭიროა ამის ჩაწერა. არ ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუციაში ჩასაწერი საკითხია. ვისაც როგორც უნდა ისე შექმნას ოჯახი. მთავარია, სხვისი უფლებები არ შელახოს"-პარლამენტარი გოგა ხაჩიძე.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221201620468.jpg)
"როცა ანტისდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინ აზრთა სხვადასხვაობა იყო. მე ამ კანონისთვის ხმა არ მიმიცია, ღილაკისთვის ხელი არ მიმიჭერია. მაგრამ ყველამ როცა მისცა ხმა, გუნდურობის პრინციპიდან გამოვედი. ჩემი ხმა არ იყო გადაწყვეტი. როცა გააზრებული არ გაქვს რაღაც, აკეთებ იმას, რაც გუნდს სჭირდება. შინაგანად მე მინდოდა, რომ ამ კანონისთვის ხმა არ მიმეცა. მაგრამ თუ ერთსქესიანთა ქორწინებაზე დაიწყებს საუბარს ჩემი გუნდი, ვიტყვი, რომ პიროვნულად ვაფიქსირებ "არას"! ამერიკელებმა თუ მისცეს ხმა, მე ამ კანონს, დიდი ასოებით, დაწერეთ, არაფრით მივცემ ხმას"-მსახიობი და პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221231120468.jpg)
"იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება"-ბიზნესმენი ლევან ვასაძე.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221254720468.jpg)
"სახლში ვისაც რა უნდა ის ქნას.. არავინ არავის უვარდება.. მაგრამ კანონმდებლობით რომ გაგიფორმებენ აი მანდ მართლა ტანკით უნდა გამოხვიდე!!!"-ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221283720468.jpg)
"ამერიკამ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება და ბედნიერია. ღმერთმა არ მოგაკლოთ ეგ ბედნიერება თქვენ და გვაშოროს ჩვენ. მალე შექმენით ბავშვის გაჩენის მეთოდი უმშობლებოდ! ჩაკალით ყველანაირი პატივისცემა რელიგიისა და მშობლების მიმართ! ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ მანდ, ამერიკაში!!! ღმერთო, რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში", - ხატია სიჭინავა.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221294420468.jpg)
მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ცისარტყელას ფერებში გამოსახული ფოტო გაავრცელა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის ერთსქესიანთა ქორწინებას ემხრობა.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221302220468.jpg)
გიორგი ქისტაურის პროფილის სურათი "ფეისბუქზე" უკვე რამდენიმე დღეა ცისარტყელას ფერებში ციმციმებს.
![ქართველები ერთსქესიანთა
ქორწინებაზე! მომხრენი და
მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ
ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი
მესაქმება" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015070221312820468.jpg)
"ამერიკა მზად არის ამ ყველაფრისთვის. პირადად მე არ ვარ წინააღმდეგი. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. საზოგადოება რამდენად მზად არის ვერ გეტყვით. მე არანაირი დისკომფორტი არ მექმნება"-მომღერალი ნინა წკრიალაშვილი.