x
image
ციცი
Mediator image
საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა გვერდი "გააფერადე ჰომოფობი". თეა თუთბერიძე-"გვერდის შექმნაც კარგი იქნება-"მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი!"
image
"გააფერადე ჰომოფობი" ეს არის დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია, რომელიც საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

ეს გვერდი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, ცნობილი ქართველები გამოეხმაურნენ.

ამ კომპანიის მიზანია, რომ ის საჯარო პირები, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ "გააფერადონ".

მათ სიაში კი მოხვდნენ პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი, მსახიობი და პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, ია ფარულავას ექს მეუღლე ფადი ასლი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და სხვები ვინც რაიმე უარყოფითი აზრი გამოთქვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.


თეა თუთბერიძე "გააფერადე ჰომოფობიას" სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:


"გვერდის შექმნაც კარგი იქნება, მაგალითად ასეთის - "მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი" P.S. გიჟები რომ გაიღვიძებენ და ნაკურთხი ლანძღვა-გინებები რომ წამოვა Inbox-ში, ჰაჰაჰაააა..."

რას წერს ხალხი:

"არავინ შეგეხებათ და არავინ გაგლანძღავთ, თქვენ აქვეყნებთ პოსტებს და ლანძღავთ პარტიარქს, ჩემთვის მისაბაძი და მისაღები პატრიარქია, თქვენთვის "პედარასტები." მოდით ნუ მიაყენებთ პატრიარქს შეურაცხყოფას და "მეტ..კე ბიჭუნებს ნუ გავუწევთ პოპულიზაციას და ნახავთ როგორ მშვიდად დაგეძინებათ..."

" ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ, უბრალოდ გული მტკივა, მე პატრიარქი მიყვარს და ბევრჯერ დავრწმუნდი იმაში, რომ დიდი ადამიანია და უყვარს და ზრუნავს საქართველოზე. თქვენ სხვა რაკურსით დაინახეთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენი ნებაა, უბრალოდ 80%-ს ჩვენი ქვეყნისას უყვარს და ჯერ პატრიარქის აქ პოსტებს აქვეყნებთ და ლანძღავთ პატრიარქს, მერე კიდევ იძახით რატომ ილანძღებითო. მოდით სხვა თემა ნახეთ, შეეშვით ლანძღვას და ცუდი რაკურსით ადმიანების ლანძღვას... თუ ასეთი მაგრები ხართ ქოცებს მიხედეთ, რომ დაგვამხეს ქვეყანა თავზე..."

აი ასე "გააფერადეს ჰომოფობები" ცისარტყელის ფერებში:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
560
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
560
  
2015, 2 ივლისი, 12:52
რა უნდა ელაპარაკო ამ გოგოს? გაუგიჟებიხარ შვილო ბოროტებას! შენი მშობლები მეცოდებიან. საცოდავები, ალბათ თავი არ გამოეყოფათ. შვილი კი მათ არ ინდოობს და რაც შეიძლება ენერგიულად, ჟინით და დიდი მონდომებით აფურთხებს სულში იმ საცოდავებს. ღმრთო დაგვიფარე მსგავსი უზნეობისგან!
0 1 1