საზოგადოება "ტრანსვესტიტები, გეები, ლესბოსელები, მეძავები-მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!" "არავის არ აერიოს საქართველო იმ ქვეყანაში, სადაც ბიძაშვილებს დეიდაშვილები მოყავთ ცოლად!"-აჩიკო ნიჟარაძე 2015, 2 ივლისი, 10:21 ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული გახდა მთელ ტერიტორიზე. ახლა უკვე ქორწინების დარეგისტრირება დასაშვებია განსხვავებული ორიენტაციის მოქალაქეებს შორის. საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ბევრი ცნობილი ქართველი გამოეხმაურა. მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: "საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება ვინმემ რომ დააკანონოს, დარწმუნებული ვარ მოსახელობის 99 % დაუპირისირდება ამ აზრს და ვერაფერი ვერ გააჩერებს ამ ხალხს. არავის არ აერიოს საქართველო იმ ქვეყანაში, სადაც ბიძაშვილებს დეიდაშვილები მოყავთ ცოლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საპატრიარქო და საქართველოს მოსახლეობის 99 %, არავის არასოდეს არ მისცემენ უფლებას, რომ ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოში. ეს კანონი დაამახინჯებს ერს და დაიღუპება საქარელოს მომავალი თაობა. შეხედეთ სურათს და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ ამ პატარა ბავშვმა არც კი იცის რას აკეთებს. ვინ დაიცავს ესეთი პატარა ბავშვების უფლებებს, რომელსაც ძალით არჩევინებენ როგორი უნდა იყოს. ვისაც არ გინდათ რომ ეს კანონი როდესმე ამოქმედდეს დაწერეთ კომენტარში არა." მომღერალი ხალხს მოუწოდებს, რომ ცოტა სიმკაცრე გამოიჩინონ ამ თემასთან დაკავშირებით: "საერთოდ, ხალხი ცოტა მკაცრად უნდა დადგეს თავის პოზიციაზე, თორემ დაგვაჯდნენ თავზე ყველა. მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიის წამყვან შოუებში: ტრანსვესტიტები, გეები, ლესბოსელები, მეძავები და ა.შ. მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო. ერთი შემეცნებითი გადაცემა გააკეთეთ თქვე გაუნათლებელო, უწიგნურო პროდიუსერებო, ვიმეორებ გაუნათლებელო და უწიგნურო პროდიუსერებო. ერთი ნორმალური თემა ვერ მოგიფიქრებიათ. ამდენი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. რაღაცა მაინც ისწავლეთ. რა ჯიშის ხალხი ხართ ან საქარველოში საიდან მოხვდით საერთოდ. თან ცხვირ აწეულები რომ დადიან თითქოს დისქავერზე მუშაობენ უსერიოზულეს თემებზე. თქვენ რომ რეიტინგებს ადგენთ თქვენთვის შეინახეთ. თქვენი ნამდვილი რეიტინგი არის 1 % მაქსიმუმ." 479 3-ს მოსწონს
|