საზოგადოება ფიზიკური დაპირისპირება შოუში "ერთი-ერთში" – ზურა მანჯავიძემ პროექტი დატოვა:"ჟიურის უსაქციელობა ამას იმსახურებს" 2015, 1 ივლისი, 23:20 მუსიკალური პროექტი "ერთი-ერთში" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე გადის. შოუ დაახლოებით 10 კვირის მანძილზე გრძელდება. შეფასების სისტემა კომბინირებულია, ჟიური ქულებს წერს, მაყურებელი კი საკუთარ სიმპათიას SMS-ების მეშვეობით ავლენს. ამის გარდა პროექტის ყოველი მონაწილე, ყოველ ტურში საკუთარ რჩეულს ავლენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვირის ბოლოს პროექტს არავინ ტოვებს, რაც მომღერლებს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობის საშუალებას აძლევს. გუშინდელი გადაცემა კი განსაკუთრებულად სკანდალური გამოდგა. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურა მანჯავიძემ ჟიურის შეფასებაზე უკმაყოფილება გამოხატა. მან შარლ აზნავური განასახიერა, ჟიურისგან დაბალი ქულები მიიღო. როგორც ამბობენ, ზურა მანჯავიძესა და ჟიურის წევრ ბიბი კვაჭაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ისინი ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ. მათი გაშველება კი დუტა სხირტლაძემ მოახერხა. ზურა მანჯავიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა: "დიდი მალობა ჟიურის ზღვარგადასული კომპეტენტურობისთვის. ერთადერთი, რატომაც ჩემს თავს ვცემ პატივს და არაფერს ვიტყვი, ეს არის ბადრი პატარკაციშვილის სული. ჟიურის დღევანდელი საქციელი, უფრო სწორად უსაქციელობა ამას იმსახურებს". მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბიბი კვაჭაძე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება, ზურა მანჯავიძეც ისიც დუმს, თუმცა ადასტურებს, რომ პროექტი დატოვა, მიზეზებზე კი თავად ტელეკოპანია "იმედი" ისაუბრებსო. მერვე "LIVE შოუს" მთლიანი შედეგი ასე გამოიყურებოდა: 1. სოფო-401 2. ოთო-392 3. თაკო-381 4. მარიტა-363 5. ზურა-340 6. ლევანი-328 7. გიორგი-308 8. ივანა-247 5258 3-ს მოსწონს
|