საზოგადოება შეხედეთ ცხოვრებას იუმორით 2015, 1 ივლისი, 16:35 თუ გაიღიმებით, მეგობრებს გაიჩენთ, თუ მოიღუშებით - ნაოჭებს ნუ იჩქარებთ შურისძიებას, დაელოდეთ, თქვენს ნაცვლად, ამას ცხოვრება როგორ ლამაზად გააკეთებს. არანაირი ნალი არ მოგიტანთ ბედნიერებას და იღბალს, ვიდრე მას “ჩლიქზე" არ მიიკრავთ და არ დაიწყებ “ხვნას", როგორც ცხენი იმედგაცრუების თავიდან აცილების საუკეთესო საშვალება: არასოდეს, არაფერს ელოდოთ სხვისგან თუ თქვენ არავის უყვარხართ - ნუ ითხოვთ სიყვარულს. თუ თქვენი არავის სჯერა - ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. თუ თქვენ არავინ გაფასებთ - ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებთ. ყველაფერს ჯობია, ჩაი დალიოთ ნამცხვრით და სხვებზე არ იფიქროთ. ნუ აწყეინებთ მას, ვისაც უყვარხართ. ისინი ისედაც ცუდ დღეში არიან ამის გამო. იპოვეთ სიმშვიდე საკუთარ თავში, სხვა ყველაფერი, თავად გიპოვით. მოიწყეთ განტვირთვის დღე, თავს ნუ დაიტვირთავთ უარყოფითი აზრებით. თუ ორმოს გითხრიან - ხელი არ შეუშალოთ! დაასრულებენ თხრას და აუზს გაიკეთებთ. თუ ზურგს უკან, თქვენზე ჭორაობენ და გაფურთხებენ - იამაყეთ ამით, თქვენ მათზე წინ ხართ თუ ვინმე მოატყუეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ჭკვიანი ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გენდობიან, ვიდრე ამას იმსახურებთ. არ აქვს აზრი, ისეთი ადგილის მოძებნას, სადაც თავს კარგად იგრძნობთ. აზრი აქვს იმის სწავლას, რომ თქვენთვის კარგი სიტუაციის შექმნა, ნებისმიერ ადგილზე შეგეძლოთ მამაკაცის ლოგიკა სწორია, მაგრამ, ქალის - უფრო საინტერესოა. თქვენ თუ ცუდად გრძნობთ თავს, ძლიერ ჩაეხუტეთ კატას. ამის შემდეგ, მარტო თქვენ არ იგრძნობთ თავს ცუდად. ამ ქვეყანაზ, ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ, შეუძლებლის შეძლებას, უფრო მეტი დრო ესაჭიროება. 182 8-ს მოსწონს
|