x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
მსოფლიო ისტორიის უძლიერესი იმპერიები (ტოპ 5) - II ნაწილი
მსოფლიოში ომი დასაბამიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება!
დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა უძიერესი იმპერიები.
ყველა იმპერიას ჰქონდა თავის აღმავლობის და დაცემის პერიოდი, ერთი იმპერია
რომ ეცემოდა ყოველთვის სხვა ახალი იმპერია ყალიბდებოდა და მსოფლიოს
ქვეყნებს სათავეში უდგებოდა...


წინა სტატიაზე გავეცანით მსოფლიო ისტორიის უძლიერესი

იმპერიების ტოპ 10-ეულს.


ამ სტატიაში, ანუ მეორე ნაწილში გავეცნობით კიდევ უფრო ძლიერ 5 იმპერიას.



მოდი ვნახოთ ეს უძლიერესი იმპერიები, დასაბამიდან დღემდე:





1. პირველი ფრანგული კოლონიური იმპერია - 8.1 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



საფრანგეთი ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში წაგებული ომების შედეგად,

საკმაოდ დასუსტდა. საფრანგეთის მიზანი პირდაპირ კოლონიზირება არ იყო,

ქვეყნის მმართველობას სურდა ძველი ძალა-უფლების დაბრუნდება, რის გამოც

კოლონიზირება დაიწყო აფრიკის ქვეყნებში.

საფრანგეთი თავდაპირველად ძალიან პატარა ტერიტორიებს ფლობდა აფრიკის

კონტინენტზე მაგრამ დროთა განმავლობაში მოახერხეს უდიდესი ტერიტორიების

დაუფლება.

საფრანგეთმა დაიპყრო სენეგალი, გვინეა, ალჟირი და ტუნისი.

ტუნისის დაპყრობას საფრანგეთთან ერთად

იტალია და დიდი ბრიტანეთიც ცდილობდა.

იტალიის მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო დიდ ბრიტანეთი როდესაც მიზანს

აღწევდა ზუსტად მაშინ წაართვა საფრანგეთმა თავისი კოლონია, ტუნისი.

საფრანგეთი უკვე ერთ-ერთი უძლიერესი კოლონიზატორი იმპერია იყო, მათ

გადაწყვიტეს ალჟირის ხელში ჩაგდება, მაგრამ აქაც მოუწიათ ომიანობა ესპანეთან და

გერმანიასთან, საბოლოოდ საფრანგეთმა დაიპყრო ალჟირიც!

ამის შემდეგ 1880-1890-იან წლებში საფრანგეთმა განაგრძო თავისი კოლონიური დაპყრობები დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. დასავლეთ ნაწილში
ჩამოაყალიბდა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის ფედერაცია, რომელშიც რვა კოლონიური ტერიტორია შედიოდა, ესენია:


მავრიტანია

სენეგალი

საფრანგეთის სუდანი (მალი)

გვინეა

სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ დივუარი)

ზემო ვოლტა (ბურკინა ფასო)

დაგომეა (ბენინი)

ნიგერი


ამ ფედერაციამ იარსება 1895-1960 წლებში, შემდეგ საფრანგეთმა შექმნა ეკვატორული აფრიკა.

ეკვატორული აფრიკის ფედერაცია შეიქმნა 1910 წელს, აღნიშნულ გაერთიანებაში შედიოდა შემდეგი ქვეყნები:



ფრანგული კონგო

გაბონი

შარუიბანგი (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა)

ჩადი


აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში საფრანგეთის კოლონიები გახდნენ:


მადაგასკარი

კომორის კუნძულები

საფრანგეთის სომალი ანუ ჯიბუტი


ეს ყველაფერი იმასზედ მეტყველებს, რომ საფრანგეთმა დაიკავა

აფრიკის ტერიტორიის 1/3 ნაწილი.


image






2. ბრაზილიის იმპერია - 8.5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


ბრაზილიის იმპერია XIX საუკუნეში ურუგუაის და ბრაზილიის მიწებზე იყო

განლაგებული, ბრაზილიის იმპერიას სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლები

ისტორია აქვს და უფრო ნაკლები სისხლი არის დაღვრილი ამ მსოფლიოს ერთ-ერთ

უდიდეს სახელმწიფოში.

ბრაზილია XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიის უბრალო კოლონია იყო,

ნაპოლეონის მიერ პორტუგალიასთან ომის გაჩაღების შემდეგ, პორტუგალიის პრინცმა

თავი ბრაზილიას შეაფარა. ეს მოხდა 1808 წელს ამის შემდეგ ბრაზილიის სტატუსი

შეიცვალა და ნელ ნელა ბრაზილიის იმპერია ჩამოყალიბდა.

იმპერიის ჩამოყალიბების თარიღია 1822 წელი, ხოლო 1889 წელს იმპერია,

რესპუბლიკამ ჩაანაცვლა.


image





3. არაბთა სახალიფო, მართლმორწმუნე ხალიფები (ოთხი ხალიფას პერიოდი) - 8.5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


არაბთა სახალიფო იყო არაბულ მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაც მართავდნენ

ხალიფები. არაბთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაუყარა მუჰამედმა.

მუჰამედს სურდა მუსლიმანური სახელმწიფოების გაერთიანება, მაგრამ ამის გაკეთება

არ იყო ადვილი.

მუჰამედი მუსლიმანური ერის წმინდანია და მთელი მუსლიმები მისი მიმდევრები

არიან იმ პერიოდიდან დღემდე. რათა ისლამის მქადაგებელი და გამვრცელებელიც

მუჰამედი იყო.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მუსლიმანური

სახელმწიფოების თემის მეთაურად

აირჩიეს აბუ ბაქრი. რომელმაც მიიღო „ხალიფა რასულ ალ-ლაჰის“ („ალაჰის მოციქულის მოადგილე“) წოდება.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა ოთხივე ხალიფამ შეასრულეს მუჰამედისადმი მიცემული პირობა და გააერთიანეს არაბთა ტომები.


ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური და აფრიკის პროვინციები:


სირია

პალესტინა

ეგვიპტე

ჩრდილოეთ აფრიკა


მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და ბოლო მოუღეს სასანიანთა ირანის იმპერიას, ამავე ხანებში დაიპყრეს:


საქართველო

აზერბაიჯანი

სომხეთი


უძლიერესი არაბეთის სახელმწიფო იმპერია შემდეგში ორად გაიყო.


image







4. აქემენიანთა იმპერია - 8.5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


აქამენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე.

წინასწარ სანამ მიმოხილვას გავაკეთებთ, გეტყვით რომ დიდი სპარსული იმპერია ანუ

აქამენიანთა იმპერია გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა, ქრისტეს შობამდე

330 წელს.

რაც შეეხება ამ იმპერიის ისტორიას, თავდაპირველად აქ ინდო-არიული ტომები

გამოჩნდნენ, ამის შემდეგ დაარსდა სპარსეთის იმპერია.

ქრისტეს შობამდე 550 წელს იმპერატორი კიროსის მეთაურობით სპარსელებმა

გაანადგურეს სამხრეთ მედლერი და დაიწყეს საკუთარი იმპერიის გაფართოვება.

ამის შემდეგ კიროსმა გადაწყვიტა სხვადასხვა მდიდარი ქვეყნების წინააღმდეგ

ლაშქრობები და მათი დაპყრობა. კიროსმა ეს მოახერხა კიდეც და დაიპყრო

ბაბილონი და ფინიკია. მალევე მან მთელი ძალა-უფლება ჩამოართვა

ლიდიას და ურარტუს სახელმწიფოებს.

ბაბილოლში გამეფების შემდგომ კიროსი ფიქრობდა, რომ იგი დაიპყრობდა მთელს

მსოფლიოს, მაგრამ ეს აზრი აღარ გაუმრთლდა და ბოლოს ალექსანდრე მაკედონელმა

სპარსეთი მთლიანად გაანადგურა.


image





5. პორტუგალიის იმპერია - 10, 4 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



პორტუგალია დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. XV საუკუნის დასაწყისში პრინცი ჰენრის დაფინანსებით პორტუგალიური ხომალდებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიწყეს მოგზაურობა. იმ პერიოდის ყველაზე გამორჩეული მეზღვაურები ბართლომეო დიასი და ვასკო და გამა იყვნენ.

პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს ახალი ტერიტორიები სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა

და აზიაში. მალე აქვე დაიწყეს ხალხის ჩასახლება, იმპერიამ 6 საუკუნე იარსება და

პირველ გლობალურ იმპერიას წარმოადგენდა მთელს ევროპასა და მსოფლიოში.

პორტუგალია კოლონიზატორობის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა იყო.

პორტუგალიის მაშინდელი ტერიტორიები, დღევანდელ 50 ქვეყანაშია განთავსებული.

როგორც წეღან ვახსენეთ პორტუგალია იყო პირველი სახელმწიფო იმპერია

კოლონიზატორ სახელმწიფოებს შორის, ვნახოთ პორტუგალიის კოლონიები:


ბრაზილია


ბრაზილია იყო პორტუგალიის ყველაზე დიდი კოლონია ფართით და მოსახლეობითაც.

აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების საშუალებით ვაჭრობა ბრაზილიაში ძალიან

კარგად იყო განვითარებული, ბრაზილიის კოლონიზირება მოხდა 1500-იან

წლებში, ხოლო დამოუკიდებლობა მიიღო 1822 წელს.


image



ანგოლა, მოზამბიკი და გვინეა ბისაუ


ეს აფრიკული ქვეყნებიც პორტუგალიის კოლონიებს წარმოადგენდნენ.

პორტუგალიამ ამ ქვეყნების საშუალებიტ მოიპოვა ბევრი ოქროულობა და სიმდიდრე,

მაგრამ პორტუგალიის მართველობამ ბოლომდე ამ ძალაუფლების კონტროლი ვერ

შეძლო და კოლონიებში აჯანყებულმა ხალხმა პორტუგალიისგან მიიღეს საბოლოოდ

დამოუკიდებლობა 1975 წელს.


image


გოა. ინდოეთი


გოა პორტუგალიის კოლონიების სიაში XV საუკუნეში შევიდა, კათოლიკების

პროვინციად ცნობილი გოა, შემდეგში ინდოეთმა დაიბრუნა და დღეს ინდოეთის

ერთ-ერთი ულამაზესი და უმშვენიერესი შტატია.


image


მაკაუ


მაკაუ მდებარეობს ჩინეთის სამხრეთით, პორტუგალიამ მაკაუს კოლონიზირება XVI

საუკუნეში მოახერხა. პორტუგალიის უძლიერესი იმპერიის დაშლა მაკაუს

დაკარგვასთანაც არის დაკავშირებული, ეს ფაქტი მოხდა 1999 წელს როდესაც

ჩინეთმა პორტუგალიას მაკაუ წაართვა, მაკაუ ამჟამად ჩინეთის ტერიტორიაზეა.


image






როგორც ცნობილია პორტუგალიურ ენაზე მსოფლიოში 250 მილიონამდე ადამიანი

საუბრობს. პორტუგალიური ენა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი

მეექვსე ენაა.


პორტუგალიურად საუბრობენ:


პორტუგალიაში

ანგოლაში

ბრაზილიაში

მოზამბიკაში

გვიანეა-ბისაუში

კაპო-ვერდეში

სან-ტომესა და პრინსიპში

აღმოსავლეთ ტიმორში





დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ.

ეს იყო უძლიერესი იმპერიების მეორე ნაწილი, ამჯერად ვისაუბრეთ და განვიხილეთ

მხოლოდ 5 იმპერია, რადგან წინ გველოდება უძლიერესი იმპერიების ისტორიები.





დაგველოდეთ, ხვალ......... გაგრძელება იქნება!!!





























3
927
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
927
  
2015, 1 ივლისი, 13:59
დრევანდელი უფრო ვრცელი იყო
2015, 1 ივლისი, 12:43
გუშინდელი უფრო მოგეწონა თუ დღევანდელი ? :D
2015, 1 ივლისი, 12:42
ძლიერი სტატიაა ველი ხვალაც
0 1 3