x
image
მანჩო 777
ყველაზე წარმოუდგენელი საცხოვრებელი ადგილები, რომელთა დანახვაზე შიშისაგან სუნთქვა გეკვრით
მთის ფერდობებზე და მწვერვალებზე აშენებული სახლები ყოველთვის როდი წარმოადგენენ მარტოხელა განდეგილების საცხოვრებლებს, ხშირ შემთხვევაში კლდეებზე და ქარაფებზე აღმართულ შენობებში მთელი სოფლები და ქალაქებია განთავსებული. როგორც წესი, ეს დასახლებები მრავალი წლის და ზოგჯერ საუკუნეების წინაა დაარსებული, ამიტომ თავისკენ იზიდავს სიძველეების და ულამაზესი მთიანი პანორამების მოყვარულებს.

ულამაზესი ხედები, რომლებიც ამ ადგილებიდან იშლება, იმდენად მომხიბვლელია, რომ ხშირად ადამიანები ივიწყებენ სიმაღლის შიშს და ცდილობენ მწვერვალზე მოექცნენ მთებსა და კლდეებს, რთა დატკბნენ ამ მომხიბლავი ხედებით.

დღევანდელ პოსტში სწორედ ექსტრემისა და სიმაღლეების მოყვარულებს ვეპატიჟები მთის მწვერვალებსა და მიუდგომელ ადგილებზე გაშენებული ცხრა ულამაზესი დასახლების და მონასტრის სანახავად.



1. მეტეორას მონასტერი, ტრიკალა, საბერძნეთი



imageimage
მთის მწვერვალზე ექვსი მართლმადიდებლური მონასტერი მდებარეობს, რომელთა დიდებული შესახედაობასაგან სუნთქვა ეკვრის ადამიანს. ექვსივე მონასტერი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.



2. დაკიდებული სახლები, კუენკა, ესპანეთი


image

ეს უცნაური შენობებიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.



3. ქალაქი ბონიფაჩო, კუნძული კორსიკა, საფრანგეთი


image

ეს ულამაზესი ქალაქი პირდაპირ კირქვის კლდეებზეა გაშენებული



4. ფუკტალის მონასტერი, ინდოეთი


imageimage
მონასტერი აშენებულია მდინარე ლუნგნაკის ხეობაში. აქ დღესაც ასეულობით ბერი ცხოვრობს.



5. ქალაქი მანაროლა, იტალია


imageimage
ჩინკვე-ტერეს ეროვნული პარკის დასახლებაში ულამაზესი პანორამა იშლება. ფერად-ფერადი სახლები ქალაქს გასაოცარ კოლორიტს აძლევს.



6. კასტელფოლიტ-დელა-როკა, ესპანეთი


image

ესპანეთის ორ მდინარეს შორის არსებული ეს ბაზალტის კლდე გახდა ადგილი არაჩვეულებრივი ქალაქის გასაშენებლად.



7. ტაუნგ-კალატის მონასტერი, მიანმა


image

737 მეტრი სიმაღლის ტაუნგ-კალატის კლდეზე მდებარეობს ეს საოცრად ლამაზი მონასტერი.



8. პაგანია სუმელას მონასტერი, თურქეთი


imageimage
ეს მართლმადიდებლური მონასტერი ტრაპიზონში ერთ ერთ ცარცის კლდეზეა გაშენებული.



9. ქალაქი რონდა, ესპანეთი


imageimage
481 კვადრატული კილომეტრი ფართობის გასაოცარი ქალაქი რონდა მდებარეობს მთებში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე.



3
2171
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2171
  
2016, 21 თებერვალი, 11:30
ძალიან საინტერესოა,
2015, 30 ივნისი, 23:23
მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში მაქვს, ამ ადგილებს სიამოვნებით ვნახავდი
2015, 30 ივნისი, 23:09
ულამაზესია
0 1 3