ქალი და მამაკაცი როგორ გამოიყურებიან პატარძლები სხვადასხვა ქვეყნებში 2015, 27 ივნისი, 11:49 მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში საქორწინო ჩასაცმელს თეთრი კაბა და ფატა წარმოადგენს, ბევრ ქვეყანაში მაინც ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს. შესაძლოა დედოფალს სრულად ტრადიციული ტანსაცმელი არ ეცვას, მაგრამ რაიმე ტრადიციულ დეტალს მაინც ამატებს კაბას.
ყაზახეთში პოპულარულია ტრადიციული მოკლე ჟილეტი და მაღალი ქუდი
იაპონიაში აუცილებელია ფეშენებელური თეთრი კიმონო ნორვეგიაში დედოფლის აუცილებელ ატრიბუტად გვირგვინი ითვლება ბულგარეთში მუსულმან პატარძლებს სახეს უღებავენ გერმანიასა და პოლონეთში პატარძალი აუცილებლად დაიდგამს ყვავილების ან ფოთლების გვირგვინს ინდოეთში საქორწინო ჩაცმულობას წითელი სარი და უამრავი სამკაული წარმოადგენს. ჩინეთში წითელს იცმევენ (იღბლიან ფერად ითვლება). ასე გამოიყურება ვიეტნამელი ლამაზმანი მასაის ტომის დედოფალს თავზე უზარმაზარი კონსტრუქცია ექნება ზულუსების ტომის გოგონა კი ლეოპარდის ტყავის ტანსაცმელს ჩაიცმევს და ტრაპეციის ფორმის ქუდს დაიხურავს ინდონეზიაში, როგორც წესი დედოფალი ოქროსფერი კაბით და გვირგვინით შეიმკობს თავს. თურქმენეთში აუცილებელია მსგავსი თავსაფარი 1129 3-ს მოსწონს
|