ქალი და მამაკაცი სიყვარულის სამკუთხოვანი თეორია-ხსნის ადამიანთა ურთიერთობას სამი საბაზო კომპონენტის ურთიერთქმედებით 2013, 17 იანვარი, 0:25 სიყვარულის სამკუთხოვანი თეორია ეს არის ფსიქოლოგ რობერტ სტერნბერგის მიერ შემუშავებული სიყვარულის თეორია. პირადი ურთიერთობების კონტექსტში ამ თეორიის მიხედვით სიყვარულის სამი კომპონენტი არსებობს, ესენია: სიახლოვე, ვნება და ვალდებულება.
სიახლოვე აერთიანებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა კავშირის, ერთიანობის და ურთიერთდამოკიდებულების შეგრძნებები. ვნება აერთიანებს როგორც სექსუალურ მიმზიდველობას ისე "შეყვარებულობის გრძნობას". ვალდებულება გულისხმობს მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილებას, რომ ადამიანი დარჩეს პარტნიორთან, ხოლო გრძელვადიან პერსპექტვაში მოიცავს საერთო გეგმებსა და მისწრაფებებს სამომავლოდ. "სიყვარულის ძალა, რომელსაც ადამიანი განიცდის პირდაპრაა დაკავშირებული ამ სამ კომპონენტთან და ურთიერთობების ტიპიც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი კომპონენტი დომინირებს". სიყვარულის სხვადასხვა სტადიები და ტიპები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ამ კომპონენტების შეხამება. მაგალითად, თითოეული კომპონენტის აქცენტი თანდათანობით იცლება ასაკთან ერთად. ურთიერთობას, რომელიც მხოლოდ ერთ კომპონენტს ეფუძნება გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს, იმ ურთიერთობასთან შედარებით, რომელიც დამყარებულია ორ ან სამ კომპონენტზე. 132 5-ს მოსწონს
|