ქალი და მამაკაცი ქალის ღალატის 10 ნიშანი 2012, 31 აგვისტო, 22:06 გინდათ თქვენი პარტნიორი ქალი ღალატში გამოააშკარაოთ? მაშინ წაიკითხეთ ეგ სტატია, თუმცა გახსოვდეთ "ცოტა იცი უკეთ გძინავს".
1)ცოლი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას. უფრო ხშირად იცმევს კაბას ადრე კი მიუხედავად თქვენი თხოვნებისა სულ შარვლით დადიოდა. 2)გეჩხუბებათ ყოველ წვრილმანზე: "კარგად არ ხარ გაპარსული", ლუდის სუნი აგდის", "გაუუთავებელი შარვლით დადიხარ" და ა.შ. 3)არ პასუხობს თქვენს ზარებს ან საერთოდ თიშავს ტელეფონს, ამას ხსნის იმით, რომ "მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო", ან "ელემენტი დაუჯდა". 4)კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ თქვენ მას დახვდეთ სამსახურის ან სწავლის შემდეგ. ადრე კი სულ შეხვედრას გთხოვდათ. 5)მას გაუჩნდა ახალი დაქალი და მზადაა მასთან მთელი დღეები გაატაროს. ამ ქალის შესახებ თქვენ მხოლოდ ნაამბობიდან იცით. 6)"მომაბეზრებელ" სამსახურში წასვლის წინ იკეთებს მანიკიურს, პედიკიურს და ეპილაციას. ადრე კი იღვიძებდა წასვლამდე ნახევარი საათით ადრე და არასოდეს იღებებოდა. "ჩემთან ოთახში მხოლოდ მოხუცი ქალები ზიან". 7)"მოხუცმა ქალებმა" დაიწყეს მისთვის ყვავილების ჩუქება. 8)მთელი ღამე ინტერნეტში ზის. კრთება, როცა თქვენ უკან ხართ და სასწრაფოდ კეცავს გვერდს. 9)ყოველ შაბათ-კვირას სადღაც მიდის, სადაც თქვენ "აუცილებლად მოგბეზრდებათ", მაგალითად კლასელებთან შეხვედრაზე, ჭრა-კერვის კურსებზე და ა.შ. 10)დაიწყო სამსახურისა და სწავლისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა. "საყვარელო თუ სამსაახურში გვიანობამდე დავრჩები შეიძლება დამაწინაურონ". 1819 15-ს მოსწონს 2-ს არა
|