x
image
ტორნადო07
რა გვაღიზიანებს ქალებში. მამაკაცის ხედვა
imageქალები გვიყვარს! როგორ შეიძლება ისინი არ გიყვარდეს? მაგრამ არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ქალის გვერდით გარკვეულ დისკომფორტს განიცდი. როგორ გითხრათ სრულიად უმნიშვნელო გაღიზიანებას გრძნობ. სულ ცოტათი, სადღაც გულის სირღმეში გაცეცხლებს და გინდება ნაზად მოავლო ხელები... ყელში და მიახრჩო :) მაგრამ აკეთებ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვს, ჩუმად გადიხარ მეორე ოთახში ან გარეთ და ცდილობ გააანალიზო, ასე ძალიან რამ გაგაღიზიანა შენი საყვარელი ქალის საქციელში?


არსი საყვარელო, არსი...


მე ვიცი, რატომ შეუძლია ქალს საათობით ილაპარაკოს ტელეფონზე. ვიცი, რომ ქალს შეუძლია ტელეფონით საუბრისას ემესიჯოს სოციალურ ქსელში იმას, ვისაც ტელეფონით ესაუბრება. ვიცი რატომ იწელება გაურკვეველი დროით "წამით დაქალთან შევირბენ". ქალებს ძალიან უყვართ ამბის წვრილმანები. წარმოიდგინეთ მამაკაცების საუბარი:


-გუშინ რა ქნეს ჩვენებმა?

-დაგლიჯეს ფინელები, ბურთს არ გააკერეს. შემდეგ თამაშზე ჰოლანდიასაც მოვუგებთ და მორჩა გავედით ევროპის ჩემპიონატზე.


მორჩა სულ ესაა და მიდიან ლუდის დასალევად. ეხლა წარმოვიდგინოთ, რა ხდება როდესაც იგივე თემაზე ქალები საუბრობენ.


-გუშინ უყურე ჩვენებმა როგორ ითამაშეს?

-არა... როგორ, როგორ, როგორ?

-უი! იქ ისეთი ამბავი იყო. გავიდნენ პარკეტზე ყველა ისეთი საყვარელი იყო. ფაჩულია განსაკუთრებით, მაგრამ რაღაც მოწყენილი გამოხედვა ჰქონდა ალბათ პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემები... როგორ დაეცა მოედანზე, მეგონა ყველაფერი მოიტეხა, საშინელება იყო...

-რას ამბობ ეს მან სპეციალურად გააკეთა ჯარიმა, რომ აეღო...


და ასე შემდეგ, საუბარმა შეიძლება თვითონ მატჩზე მეტი დრო წაიღოს. რატომ გვაღიზიანებს ეს ყველაფერი?

წარმოიდგინე მიდიხარ სახლში საღამოს დაღლილი და ცოლი გეუბნება: "საშინელება მოხდა! ამოვედი მაღაზიიდან, შევდივარ ოთახში..." და დაახლოებით 10 წუთი წენასიტყვაობა. თურმე უბრალოდ ტელევიზორი არ ირთვება. ამ 10 წუთის განმავლობაში კი შენ იმდენი რამ წარმოიდგინე! იქნებ ვინმეს რამე დაემართა? იქნებ ახლობელი საავადმყოფოში მოხდა, ან უარესი... სინამდვილეში კი უბრალოდ ტელევიზორი არ ირთვება! არ გაღიზიანდები?


აი იქ... იქ სად არის?


ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან. ეს კიდევ არაფერი, მთავარი ისაა, რომ ეს ემოციები არა მართო უფრო ძლიერი, არამედ უფრო ხმამაღალიცააა. მიდიხარ ავტომობილით, შენთვის წყნარად, ირგვლივ სიმშვიდეა და იცებ გვერდით სავარძლიდან ისმის ხმამაღალი "უი!" შენ ამუხრუჭებ "რა?!"- "კატამ გადაირბინა", ან "კაშნი დამრჩა დედასთან". ეს კატა მე უკვე დიდი ხნის წინ შევამჩნიე და დედასთანაც შეიძლება დაბრუნება, ახლახან გამოვედით. რად უნდა ამას ყვირილი? გვერდით მამაკაცი, რომ იჯდეს ასე იყვირებდა კამაზი, რომ წამოსულიყო შეჯახებაზე, ან მანქანას საბურავი, რომ მომძვრალიყო.


ან, "გააჩერე იქ!", "სად იქ?" "შენ უკვე გაცდი, უფ..." რა თქმა უნდა გაცდით, 100 კმ/სთ იყო სიჩქარე. ქალი კი სულ იბუტება "ნელა იარე... ასე ნელა რატომ მივდივართ? მარჯვნივ რომ შეუხვიო უფრო მალე მივალთ!" ძვირფასო ქალბატონები, დაანებეთ თავი საჭეთან მჯდომ მამაკაცს.


ძალიან გვაღიზიანებს...


ძალიან გვაღიზიანებს, როდესაც გვეუბნებიან რა უნდა ვაკეთოთ, ან არ უნდა ვაკეთოთ მათი აზრით... დადე ჭიქა, არ დალიო კოკა-კოლა, ხორცი კი არ უნდა ჭამო, არამედ ბოსტნეული, თმა უნდა შეიჭრა, ამ გადაცემას უნდა უყურო... მამაკაცი კი ამ დროს ღიზიანდება და ასე ფიქრობს " მე ზრდასრული ვარ იმისათვის, რომ თვითონ გადავწყვიტო რა გავაკეთო და რა მჭირდება".


რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ყოველდღიური წვრილმანები. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ როდესაც ეს წვრილმანები დღითი-დღე მეორდება ეს საშინლად გამაღიზიანებელია.


გიამბობთ ერთ ამბავს.

შვილი ეუბნება მამას:

-რატომ უნდა დავუთმო, მე ხომ მართალი ვარ. მაგიჟებს უბრალოდ.

-დიახ შვილო, შენ მართალი ხარ, მაგრამ მაინც უნდა დაუთმო... იმიტომ, რომ ის ქალია... უბრალოდ იმიტომ, რომ ის ქალია...

4
168
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
168
  
2013, 22 თებერვალი, 21:25
ის ტოტი მოვჩრათ ქალებმა რომელზეც ვზივართ?:))))))))))))))))))))
2013, 22 თებერვალი, 21:23
თუ რაიმე გამომრჩა დაწერეთ :)
2013, 22 თებერვალი, 20:57
აბსოლუტურად მართAლი სტატიაა
0 1 4