x
image
მანჩო 777
ირანელი ქალების მდუმარე პროტესტი - ფოტოსურათები ჰიჯაბის გარეშე
ირანში მცხოვრები ქალებისათვის თმების დაფარვა ჩადრით ან ჰიჯაბით არამარტო რელიგიურ რიტუალს წარმოადგენს, არამედ მკაცრ კანონსაც. თუ რომელიმე ქალი გაბედავს და ამ კანონს დაარღვევს, სამართალამდამცავ ორგანოებს სრული უფლება აქვთ დააპატიმრონ და გაასამართლონ კანონის დამრღვევი.

ირანელი ქალები ადრეც ხშირად გამოთქვამდნენ პროტესტს ამ მკაცრი კანონის მიმართ, ბოლო ხანებში კი მათ საკმაოდ აქტიური ბრძოლა დაიწყეს სოციალური ქსელების საშუალებით. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გვერდს, სადაც ირანელი ქალები აქტიურად მოღვაწეობენ, ეწოდება "ჩემი დაფარული თავისუფლება".


image


ჯგუფის შემქმნელია ირანელი ჟურნალისტი ქალი მასიხ ალინეჯადი, რომელიც ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. მასიხი აქტიურად იბრძვის, რათა მოიპოვოს არჩევანის თავისუფლება თავისთვის და სხვა ირანელი ქალებისათვის. მან ეს ჯგუფი იმისათვის შექმნა, რომ ქალებს მიეცეთ საშუალება მსოფლიოს გააცნონ თავიანთი ისტორიები და მათ მშვენივრად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.



image


ჯგუფში უამრავი ფოტოსურათი და ვიდეოა დადებული, სადაც ირანელი ქალები თავიანთი სახისა და თმების დემონსტრირებას ახდენენ ჩადრის გარეშე. ამ ქალებს ერთი მიზანი ამოძრავებთ: მიეცეთ უფლება, თავად აირჩიონ, დაიფარავენ თმებს ჰიჯაბით თუ არა.


image


ირანელი ქალების უმეტესობა თვლის, რომ ჰიჯაბის ტარება - ეს თითოეული ქალის პირადი საქმეა. არ შეიძლება მისი არტარებისათვის დასჯა, ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში არ სჯიან განსხვავებული ჩაცმულობის ან მაკიაჟის გამო. სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, ამიტომ ირანელი ქალები იძულებულნი არიან სოციალურ ქსელებში მაინც იგრძნონ თავისუფლება.


image
ალინეჯადი ამბობს, რომ მას უბრალოდ სურს იგრძნოს, როგორ დანავარდობს ნიავი მის თმებში.

ხედავთ, როგორი ლაღი და თავისუფალია ის ორი ირანელი გოგონა, რომელთაც უარი თქვეს ჰიჯაბის დაფარებაზე?


image


"ბავშვობაში მე მუდამ მშურდა ჩემი ძმის. ის ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა, რადგან მას ჰქონდა ყველაფერი იმის უფლება, რაც ჩემთვის სასტიკად იყო აკრძალული", -ამბობს ალინეჯადი.


image
მიუხედავად იმისა, რომ ირანში გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება ქალების უფლებებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მკაცრი კანონის შეცვლას ჰიჯაბის ტარების შესახებ სულაც არ აპირებს.


"ირანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ შავი ან მხოლოდ თეთრი, ირანი-ეს მე და დედაჩემი ვართ. მას სურს ჰიჯაბის ტარება, მე -არა! ირანმა ჩვენ ორივენი ერთნაირად უნდა მიგვიღოს", -ამბობს ალინეჯადი.


image


დღეისათვის ჯფუგში "ჩემი დაფარული თავისუფლება" უკვე 820 ათასამდე ადამიანია გაერთიანებული. მათი უმეტესობა ირანელი გოგონებია, რომლებსაც უბრალოდ სურთ იგრძნონ ქარის ნავარდი მათ თმებში.


4
312
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
312
  
2015, 26 ივნისი, 16:20
გაიხარე ინ:)
2015, 26 ივნისი, 16:10
არაჩვეულებრივი სტატიაა

ფოტო თავშალის ტიპები რომ იყო გადავიწერე კომპში,საინტერესო ფოტო იყო,
2015, 26 ივნისი, 15:12
ახლა რომ წარმოვიდგინე ამ სიცხეში ჩემი თავი ჩადრ ან ჰიჯაბშემოხვეული, ცუდად გავხდი..ირანში ხომ კიდევ უფრო აუტანელი სიცხეებიაა, ვიდრე ჩვენთან :(
2015, 26 ივნისი, 15:01
მართლა საშინელი მდგომარეობა აქვთ. მათ რომ ვადარებ საქართველოს ბრაზი მომდის, როცა მბობენ საქართველოში ქალთა უფლებები ირღვევაო, არიქა პარლამენტში კაცები უფრო მეტი არიანო და ამისთანა სისულეები... რამდენიმე წლის წინ წავიკითხე იასმინა ხადრას "ქაბულის მერცხლები", ძალიან კარგი რომანია, ყველას გირჩევთ, მართლა მიგახვედრებთ რა მდგომარეობაში არიან იქაური ქალები, ფაქტიურად ადამიანებად არ ითვლებიან.
0 1 4