x
image
Guns N Roses
ძაღლი, რომელიც 3 წელი ელოდება დაღუპულ პატრონს

imageძაღლი 3 წელი ელოდება პატრონს. ქუჩის ძაღლი 3 წლის განმავლობაში ელოდება პატრონს მისი სიკვდილის ადგილას. ის ყველა გამვლელს აქცევს ყურადღებას და სურს დაინახოს თავისი პატრონი. ძაღლი არ ტოვებს "საკუთარ" ადგილს. ხალხს ეცოდებათ ძაღლი და ხშირად აჭმევენ ხოლმე მას.
ძაღლი პატრონთან ერთად ღამე ბრუნდებოდა სახლში. ისინი მიდიოდნენ გზის კიდეში. როდესაც გზაზე გადასვლა დააპირეს გამოჩნდა მანქანა, მძღოლმა ვერ შეამჩნია მოსიარულე და ადგილზევე მოკლა. როდესაც სასწრაფო მოვიდა ძაღლი ყეფდა და არავის არ უშვებდა თავისი პატრონის გვამთან. დაღუპული იყო 50 წლის ყოფილი ჯარისკაცი. დამნაშავე ვერავინ ვერ იპოვა, ხოლო ძაღლი უკვე 3 წელია ელოდება თავის პატრონს იქ სადაც ბოლოს ცოცხალი ნახა.
"უკვე 2 წელია დავდივარ ამ გზით, სოფელში მშობლებთან და ყოველთვის ვხედავ ამ ძაღლს ერთი და იმავე ადგილას" - ამბობს კალუჟანინ ალექსეი. თავიდან ის ყეფით მიზდევდა მანქანებს, მაგრამ ახლა უკვე წყნარად ელოდება თავის პატრონს. ყველას ეგონა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ძაღლს დაავიწყდებოდა მომხდარი, მაგრამ ისინი ცდებოდნენ. დაღუპულის ნათესავემბა წაიყვანეს ეს ძაღლი, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ ის დაბრუნდა "თავის" ადგილას. "დაელოდო დაღუპულ მეგობარს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება, არ შეუშინდა სიცივეს, შიმშილს, იყო ერთგული, ეს ის თვისებაა, რომელიც ადამიანებს არ გააჩნიათ".



1
256
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
256
  
2015, 25 ივნისი, 15:01
ამ ძაღლის ისტორია კარგად ვიცი... საცოდავი
0 1 1