მუსიკა რა თანხა აიღო ლედი გაგამ ბაქოში გამოსვლის დროს? 2015, 25 ივნისი, 9:33 ევროთამაშები ბაქო -2015-ი სრული დატვირთვით მიმდინარეობს, თუმცა ბაქოში განსახილველი გახდა არა სპორტული თამაშების პერიპეტიები, არამედ ის ჰონორარი, რომელიც ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ "ევროთამაშები"-2015 ის გახსნაზე აიღო.
გამოცემა "Eurosport"-ის ინფორმაციით მომღერალმა არც მეტი არც ნაკლები 2 მლნ.$ აიღო ერთი სიმღერის, კერძოდ კი ჯონ ლენონის ცნობილი ჰიტის "Imagine"-ის შესრულებაში.
შედარებისთვის: 2012 წელს ლონდონში ოლიმპიურის თამაშების გახსნის დროს ექს-"ბითლზმა" პოლ მაკარტნიმ სიმბოლური თანხა 1 ფუნტი სტერლინგი აიღო "Hey Jude"-ს შესრულებისათვის. 1179 4-ს მოსწონს
|