x
image
K.P.
"ჩარეცხილი" ტარიელ სუარი ჟურნალ "რეიტინგს" სიცრუეში ამხელს: "მრცხვენია მათ მაგივრად"

image
ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო,
რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ია ფარულავა 21-ე საუკუნის კონკიად იქცა, რომლისაც ბევრ ქალს შეშურდა. სამწუხაროდ ურთიერთობა მალევე დაეძაბათ. ტარიელმა საყვარელი მეუღლე "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა. წყვილმა სკანდალების შემდეგ ურთიერთობა დაალაგა და თანაცხოვრებასაც განაგრძობდნენ.

დღეს ისევ ერთად ცხოვრობს თუ არა წყვილი უცნობია, პირად ცხოვრებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ია და ტარიელი ახალ პროექტზე მუშაობენ, რომელიც ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. "მე და ია გადამღებ ჯგუფთან ერთად ყოველწლიურად 50 ქალაქში ჩავდივართ. ვუკრავ კონცერტს, რომელსაც ვუკავშირებთ ქართველების, ოსებისა და აფხაზების საერთო ღირებულებებს, შემდეგ კი ვხვდებით ადგილობრივ კოლორიტ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ქართველების, ოსებისა და აფხაზების ერთობლივ ღირებულებებზე, ჩვენს ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების აუცილებლობაზე და რომ ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს ეს ხალხი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სერიალის სახით ვიღებთ კამერაზე და გავუშვებთ ტელევიზიით."-ამტკიცებდა ტარიელი. image

მუსიკოსი ჟურნალ "რეიტინგს" დაუპირიპირდა. "ია ფარულავას ტარიელი ახალმა ხელისუფლებამ ჩარეცხა - გიტარისტის გულახდილი პასუხები გავრცელებულ ჭორებზე"-ამ სათაურით ავრცელებს ჟურნალი სტატიას, რომლის ავტორებსაც ტარიელი სიცრუეში ადანაშაულებს.

"მეგობრებო უფლება მომეცით ჩემი პირადი გვერდის გაუქმებამდე კიდევ ერთხელ მოგმართოთ! ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის სათაურით, "რეიტინგმა" ჩემს შესახებ (რა თქმა უნდა ნიშნის მოგების მიზნით) მტკნარი სიცრუე გაავრცელა. მათ სათაურის სახით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე ახალმა ხელისუფლებამ ჩამრეცხა. თუ კულტურის სამინისტროს არ დააინტერესებს ისეთი რამ, რაც გია ყანჩელის მუსიკით, მსოფლიო საგიტარო რეპერტუარის ქართველი კომპოზიტორების ნაშრომებით გამდიდრებაა, ( რასაც პირადად მე მხოლოდ ოქტომბერში დავინახავ) ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს მე ხელისუფლების მიერ თავს ჩარეცხილად ვთვლიდე. საქართველოს მაშტაბით სამოცზე მეტმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აღმითქვა გვერდში დგომა. ამ სტატიის სათაურის ავტორებმა იმდენად დამწყვიტეს გული, ტელეფონიც რომ ამიფეთქონ, მე მათ ინტერვიუზე აღარასოდეს დავთანხმდები. მე თვითონ მრცხვენია მათ მაგივრად. საინტერესოა, სტატიის სათაურის ავტორები იმას მაინც თუ ხვდებიან რომ, ასეთი სკანდალების აგორებით, საქართველოს რიგით მოქალაქეებს ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილს უკარგავენ?"-წერს ტარიელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.image

0
116
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0