x
image
პერსეპოლისი
მოუმზადებელი Biletebi.ge და 30 გაყიდული ბილეთი სუპერთასის დასასწრებ მატჩზე

image

UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა წესით და რიგით, 22 ივნისს, 09:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და გაყიდვაზე პასუხისმგებელი ვებგვერდი Biletebi.ge გახლავთ, რომელსაც უეფასთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის პირობებიც გასაიდუმლოებულია.

ვებგვერდის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ერთდროულად საიტზე 2 ათას 500 მომხმარებელი შევიდოდა, თუმცა მათ მოლოდინს რეალურმა შედეგმა გადააჭარბა და გარკვეულ მომენტებში მომხმარებელის რაოდენობა 100 ათასს აღემატებოდა. რის შედეგადაც საიტი გაითიშა.

შესაბამისად, ბილეთების შესაძნად საგანგებოდ მომზადებული ფეხბურთის მოყვარულები 12 საათზე მეტი უშედეგოდ ელოდნენ ვებგვერდზე შესვლას და საოცნებო მატჩზე დასასწრები ბილეთის შეძენას. თუმცა, მათ შორის 30 იღბლიანი აღმოჩნდა, რომელმაც ბილეთების ყიდვა საიტის გათიშვამდე მოასწრო.

თუ biletebi.ge სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვას დრულად ვერ მოახერხებს UEFA ხელშეკრულებას გადახედავს და ვებგვერდს შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს.

ქართული ინტერნეტმაღაზიის დახმარებას გეგმავს ფეხბურთის ფედერაცია.
არ არის გამორიცხული, რომ თუ ხვალ დილიდან ბილეთების გაყიდვა GFF.GE ზე დაიწყოს, თუმცა რამდენად არის ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი ერთდროულად დიდი რაოდენობით მომხმარებლების მისაღებად ეს ცნობილი არ არის.

0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0