ახალმა ინფორმაციამ
მსოფლიო საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი შესაძლოა
„ბარსელონადან“ ინგლისურ კლუბში, ლონდონის „არსენალში“ გადავიდეს !!! ეს ინფორმაცია
Daily Mail- მა ერთ-ერთ ესპანურ საიტზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ამ ინფორმაციის სიზუსტე ჯერ-ჯერობით ისევ ეჭვქვეშ დგას.
როგორც ესპანური საიტი იტყობინება, არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დახმარება თავის მეგობარს, ლონდონის „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს, ცესკ ფაბრეგასს თხოვა, რათა მისი აგენტის დახმარებით, მეთოფეთა რიგებს შეუერთდეს. მან პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა. არგენტინელი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამჟამად
"ბარსელონაში" მისი შემოსავალი წელიწადში 16 მილიონ გირვანქას
უდრის, თუმცა როგორც ის ამბობს, დღეს, გუნდში შექმნილი სიტუაციით ის უკმაყოფილოა. სწორედ ამან გამოიწვია ჭორები მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
ჯერ-ჯერობით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არც თავად ფეხბურთელს და არც ლონდონის „არსენალის“ თავკაცს, არსენ ვენგერს გაუკეთებიათ. თუმცა, დამეთანხმებით, რომ არცერთი გუნდი უარს არ იტყვის მსგავსი შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელზე, თუ რა თქმა უნდა, გუნდი საოცარ ეკონომიკურ კრიზისს არ განიცდის.
მესი თავის მეგობარ ფაბრეგასსთან ერთად.