ფეხბურთი ნეიმარის საბანკო ანგარიშიდან ჰაკერმა თანხა მოიპარა 2022, 13 თებერვალი, 17:13
ბრაზილიის, სან-პაულოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დააკავეს 20 წლის მამაკაცი, რომელიც დანაშაულის ორკესტრირებაშია ეჭვმიტანილი. სავარაუდო ჰაკერი - რომლის სახელიც არ საჯაროვდება - მუშაობდა ბანკში, რომელშიც ნეიმარსაც და მის მამას, ნეიმარ სანტოს უფროსს ჰქონდათ ანგარიშები.
დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი - ბანკის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც ფეხბურთის ვარსკვლავ ნეიმარის საბანკო ანგარიშიდან 40 000 დოლარი აიღო. ბრაზილიის ხელისუფლებამ დანაშაულის დადასტურებისას არ თქვა ნეიმარის სახელი, არამედ თქვა, რომ ეჭვმიტანილი კრიმინალი დააკავეს ბანკის კლიენტებისგან თანხის მოპარვისთვის. თუმცა, საქმეზე პასუხისმგებელმა ოფიცერმა პრესისთვის მოგვიანებით დაადასტურა, რომ დაკავებული ჰაკერის სამიზნე ნეიმარი იყო. გაურკვეველია, იყო თუ არა ნეიმარი დანაშაულის ერთადერთი მსხვერპლი, თუ სხვა მდიდარი და ცნობილი ადამიანების ანგარიშებიც დაზარალდა. სავარაუდოდ, ბრალდებულმა ჰაკერმა, რომელიც ბანკის თანამშრომელი იყო, საბანკო ანგარიშების პაროლი კოლეგისგან გაიგო, რაც მას საშუალებას აძლევდა გადაერიცხა თანხები საკუთარ ანგარიშზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, ხელისუფლება თვლის, რომ ჰაკერი სხვა პირებთან ერთად მუშაობდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ მათ უკვე დაადგინეს სხვა პირები, რომლებიც, მათი აზრით, მონაწილეობდნენ დანაშაულში. გაურკვეველი რჩება, როდის მოხდა დანაშაული ან რამდენი დრო დასჭირდათ ნეიმარს და მამამისს ამის შესამჩნევად. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერი ნეიმარის ანგარიშიდან ფულს მცირე მატებით იღებდა იმ იმედით, რომ სპორტსმენი დანაკლისს ვერ შეამჩნევდა. ასევე დაგაინტერესებთ:
თაღლითობის მსხვერპლი ვარსკვლავები
126 შეფასება არ არის
|