x
image
Guns N Roses
რამდენჯერ და რამდენ ხანს უნდა გქონდეთ სექსი?

image"სქესობრივი ჯანმრთელობა" იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ადაპტაციის კომპლექსია, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს არავითარი დაავადება და ფიზიკური დაზიანება, მაგრამ თვითრწმენის უქონლობამ საწოლში ფიასკო გამოიწვიოს.
სქესობრივი აქტიურობის მიხედვით ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: ძლიერად, საშუალოდ და სუსტად. ამავე დროს, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს სქესობრივი კონსტიტუცია და სქესობრივი ტემპერამენტი. პირველი გენურ დონეზე კოდირებული სქესობრივი შესაძლებლობაა, მეორე კი სექსის სურვილი. მაგალითად, კავკასიის ტემპერამენტიან მკვიდრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია, ხოლო ბალტიისპირელი, რომელიც ტემპერამენტით არ გამოირჩევა, საუკეთესო საყვარელი იყოს. "ნორმალური სექსი" და "ნორმა სექსში", ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, რადგან სქესობრივ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დროს ნორმა აბსტრაქტული, სუბიექტური ან საერთოდ პირობითი ცნებაა. ასე მიაჩნიათ სექსოლოგებს. სწორედ მათ დაამკვიდრეს "სექსის პარტნიორული ნორმის" გაგება. ის ადამიანის ცხოვრებაში სქესობრივი აქტის სიხშირისა და ხანგრძლივობის, ასევე საწოლში ექსპერიმენტების კრიტერიუმად ითვლება.
ხანგრძლივობა - სექსის ნორმალური ხანგრძლივობა, ისევე როგორც სქესობრივი ცხოვრების სხვა ასპექტები, შეფასებულ უნდა იქნეს იმ კუთხით, როგორ კმაყოფილებას იღებთ თქვენ და თქვენი პარტნიორი და არა ქვემოთ მოყვანილი ციფრებით, მაშასადამე, თუ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, თუ სქესობრივი სიახლოვე ორივე პარტნიორს კმაყოფილებას ანიჭებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი და პირიქით - თუ რომელიმე პარტნიორი დაუკმაყოფილებელი რჩება, სასურველია ქმედებების კორექტირება ან ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევების თანახმად, სექსი, რომელსაც უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს და დამაკმაყოფილებლად ითვლება, 7-13 წუთს გრძელდება. ათვლის წერტილი შეღწევის მომენტია, ხოლო სასრულ წერტილად მამაკაცის ორგაზმი მიიჩნევა. სექსოლოგების სხვა ჯგუფმა გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შექმნა სქესობრივი სიახლოვის ხანგრძლივობის შემდეგი სკალა: საკმაოდ სწრაფი - 1-2 წუთი, ნორმალური - 3-7 წუთი, სასურველი - 7-13 წუთი, ხანგრძლივი - 10-30 წუთი. საინტერესოა, რომ სექსის ნორმალური ხანგრძლივობის თაობაზე ქალებისა და მამაკაცების აზრი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, ისევე როგორც ის თვალთახედვა, რომ ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, სექსის ნორმალური ხანგრძლივობა დაკავშირებულია არა ადამიანის შესაძლებლობებთან, არამედ მის სურვილებთან. "ზე" არ არის საჭირო. თუ მამაკაცი, თავისივე და პარტნიორის შეფასებით, მეტისმეტად სწრაფად აღწევს ორგაზმს, აუცილებელია მიზეზის გარკვევა (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დაღლილობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა) ექიმის დახმარებით, რათა დროულად შეირჩეს მდგომარეობის გამოსწორების მეთოდიკა.

სიხშირე - სექსის სიხშირესთან დაკავშირებულ კითხვაზე ვუდი ალენის ფილმი "ენი ჰოლი" გამახსენდა, სადაც სექსოლოგი ცოლ-ქმარს ერთი და იმავე კითხვით მიმართავს: რამდენად ხშირია მათ შორის სქესობრივი სიახლოვე. პასუხები ერთნაირია და იმავდროულად სხვადასხვა; ცოლი ამბობს, რომ ეს მეტისმეტად ხშირად ხდება - კვირაში სამჯერ, ქმარი კი პასუხობს, რომ იშვიათად - კვირაში სულ რაღაც სამჯერ. ერთი სიტყვით, სექსის ნორმალური სიხშირე, ისევე როგორც მისი ხანგრძლივობა, ორივე პარტნიორის სურვილითა და შესაძლებლობებით განისაზღვრება. არის კვირაში ერთხელ და ამით ორივე პარტნიორი კმაყოფილია? - ეს მათთვის ნორმაა. არის კვირაში სამჯერ და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? - ეს მათთვის ნორმაა. არის ყოველდღე და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? - ეს მათთვის ნორმაა. არის თვეში ერთხელ და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? - ეს მათთვის ნორმაა. დაბოლოს, სექსი მათი პირადი საქმეა, ვინც მასში მონაწილეობს და ბუნებრივია, არ უნდა გაღელვებდეთ, რამდენად ნორმალურად გამოიყურება სხვის თვალში საწოლ ოთახში თქვენი ქცევა. კითხვა, ნორმალურია თუ არა ასეთი სექსი, თვითრწმენის ნაკლებობაზე მეტყველებს. ნორმალური სექსის აუცილებელი პირობაა საკუთარი თავის მიღება და გაცნობიერება. ნორმალურია თუ არა თქვენი სქესობრივი ცხოვრება თქვენს პარტნიორთან, ესეც მხოლოდ თქვენ უნდა განსაჯოთ. მთავარია, ყოველგვარი შიშისა და კომპლექსის გარეშე გახსნა ისწავლოთ.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0