ადმინისტრაციული რა უნდა გააკეთოთ თუ ბოსი თქვენი საცვლებითაა შეპყრობილი? 2015, 21 ივნისი, 11:59 ყოფილმა პოლიციის თანამშრომელმა ქალმა უჩივლა თავის ყოფილ ბოსს სასამართლოში და სოლიდური თანხაც ჩაიჯიბა.
თუ ფიქრობთ რომ პოლიციელებისგან მხოლოდ სამოქალაქო პირები იტანჯებიან მწარედ ცდებით, თვით თანამშრომლებიც ნაკლებ დღეში არ არიან. ყოფილმა პოლიციელმა ქალმა ავგუსტინა ბალუმ წაუყენა ბრალდება თავის ყოფილ უფროსს, ლეინტენატ დენის მაკოლიფს სექსუალური ძალადობის გამო და საქმეც მოიგო: სასამართლოში ჯარიმა მის სასარგებლოდ 320000$-ის ოდენობით განისაზღვრა. სასამართლოზე ბალუმ განაცხადა, რომ დენისს მანიაკალური მისწრაფება ჰქონდა მისი საცვლების მიმართ.გაივლიდა რა ბოსი მის სამუშაო მაგიდასთან მაშინვე ასახელებდა მის საცვლის ფერს.დროდადრო შეფი საცვალს უწუნებდა, აღნიშნავდა, რომ "მოსაწყენი ფერის" ან ბამბაზიის "ბებიის ფოხანს" ნუ იცმევდა და უფრო თანამედროვე მაქმანიანი საცვლები ჩაეცვა. თუმცა სექსუალური ძალადობა მარტო ამით არ დამთავრებულა, ერთხელ სატრენაჟერო დარბაზში შეფი ძალად დაეტაკა ავგუსტინას, დაუწყო კოცნა და თან უკანალზე ხელი წაავლო. ბოსმა უფრო შორს შესტოპა, ერთხელ თანამშრომლების ქეიფის შემდეგ ავგუსტინა მანქანით სახლში მიაცილა, მანქანაშივე ქალს დაუწყო ძალადობა, დაუწყო კოცნა, არ ეშვებოდა მას შემდეგაც, როდესაც ავგუსტინას გული აერია. სასამართლოზე მაკოლიფი ყველაფერს უარყოფთა, თუმცა მოსამართლეებმა მას არ დაუჯერეს.ბალუს ადვოკატმა დამატებით მაკოლიფი დაადანაშაულა იმაში, რომ მან გოგონას კარიერა დაუნგრია.სასამართლომ დამატებით ზემოთ აღნიშნულ თანხას 25 000$-იც მიუმატა. მუქარის და ძალადობის თავიდან ასაცილებლად ავგუსტინა პოლიციის სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს თაიმ-სკვერზე, თან ვიდეოკამერები დაუყენეს, თუმცა გოგონამ მალე საერთოდ მიატოვა სამსახური. 627 8-ს მოსწონს 1-ს არა
|