საზოგადოება სექსი ქორწინებამდე თუ მკერდდაკოცნილი ქალწულები? 2012, 30 მარტი, 23:58 მოკლედ, მინდა ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ თემას შევეხო, ის რაც დღეს Qართულ რეალობად იქცა. ეს ნაჯღაბნი ერთმა შემთხვევამ გამოიწვია, რომელსაც მართლა რომ შემთხვევით შევასწარი.. გოგონა, რომელიც მეგობარს უყვებოდა, საყვარელ ადამიანთან სექსი მქონდაო, ამბობდა, ვიცი რომ მასთან არასოდეს ვიქნები, თუმცა მირჩევნია სექსი საყვარელ ადამიანთან მქონდეა და ეს ავუხსნა შემდეგ ქმარს, ვიდრე ქალწულობა შევინარჩუნო და მკერდდაკოცნილი და ქალიშვილი ჩავბარდე ქმარს და ისიც მოვატყუო და საკუთარი თავიცო. სიმართლე გითხრათ შევხედე და გავიფიქრე, რომ ვეთანხმებოდი ადამიანს, რომელიც ამას ამბობდა. ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა.. დღეს საქართველოში ბევრი "არა-პატიოსანი" ქალიშვილია. შეხედავ და იფიქრებ, ამას ცხვირწინ ბუზი არაფრენიაო და კაცმა არ იცის სინამდვილეში რა ცოდვა არ აქვს ჩადენილი.. მე რა უფლება მაქვს ვინმეს მსაჯული ვიყო, მაგრამ ძალიან დამაინტერესა ზოგადად ამ პრობლემის სათავემ. იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი "მამაკაცების" ბრალია?! რომლებიც ვითომდა ამტკიცებენ, რომ მათთვის მთავარი სიყვარულია და არა საქალწულე აპკი, თუმცა გულის სიღრმეში ზუსტად იციან, რომ "არ უნდათ სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი" ცხოვრების თანამგზავრად. ბევრისგან გამიგია, იცი ეგ ქალიშვილი არაა და ადვილად შევაბავ, გამკეთებელს გავსო. იქნებ იმაზეც დავპიქრდეთ, რომ ის, რომელიც ქალიშვილი არაა შესაძლოა ბევრად უფრო პატიოსანი იყოს, ვიდრე ის, რომელიც ქალიიშვილია? მე ვთვლი საყვარელ ადამიანს, რომ ეკუთვნოდე, ( თუ რათქმა უნდ ამის სურვილი გაგიჩნდა) აუცილებელი არაა საქორწინო ბეჭედი და მენდელოსნის მარში. მთავარია სიყვარული და კიდევ ის, რომ მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე, ოღონდ შიბილწეში ნუ გადაგივათ. გახსოვდეს: მთავარი ქალწულობა არაა, მთავარია სულის სიწმინდე, რომელსაც თუ დაკარგავ ვეღარასოდეს ვერ დაიბრუნებ, რადგან მას კუზანოვი არ შველის:).... 10951 14-ს მოსწონს 1-ს არა
|