საზოგადოება "არადა "წიგროვკა" კაბის ჩაცმა მინდოდა დღეს..." "ის შავი კაცი მაინც ვინ იყო???"-იცინიან და ხუმრობენ ცნობილი ქართველები. 2015, 20 ივნისი, 9:26 თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ზოოპარკი თითქმის აღარ არსებობს. ცხოველთა ნაწილი წყალდიდობის დროს დაიღუპა, ნაწილი გადარჩა, ორი კი(თუ მეტი არა) თბილისის ქუჩებში დაწრწის. მაშინ, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არცერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არისო, როცა ხალხი უშიშრად დადიოდა ქალაქის ქუჩებში, სწორედ მაშინ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში იმყოფებოდა სტიქიას გადარჩენილი თეთრი ვეფხვი, რომელიც მოხალისეს დაესხა თავს. სამწუხაროდ, ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცი, ოთარ ცუხიშვილი, გარდაიცვალა. რატომღაც ამის შემდეგ გაირკვა, რომ კიდევ ეძებედნენ ზოოპარკიდან დაკარგულ ვეფხვს და აფთარს. ხალხი პანიაკაშია, ყველგან ვეფხვი და აფთარი ელანდებათ, ძაღლებს მგლისგან ვეღარ არჩევენ და კატებს ვეფხვისგან, შედის უამრავი ცრუ შეტყობინებები 112-ში, მაშველებიც მობილიზებულნი არიან და ყველა ზარზე რეაგირებენ. ზოგიერთ მოზარდს ისიც კი მოუვიდა ჭკუაში, რომ ხალხი შეეშინებინა და დინამიკებით ვეფხვის ხმის ჩანაწერებს ასმენინებდნენ, რის შედეგადაც მოზარდები მშობლებთან ერთად განყოფილებაში იქნენ გადაყვანილნი და დაკითხულნი. ცნობილი ქართველები ამ სიტუაციაში ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. აი ზოგიერთი მათგანის პოსტები სოციალური ქსელიდან-"ფეისბუქიდან". ნანუკა ჟორჟოლიანი დაკარგულ ვეფხვთან დაკავშირებით გია სურამელაშვილის ფოტოს ავრცელებს წარწერით "მაპატიეთ ცოტა იუმორი...": პლასტიკური ქირურგის გუგა კუზანოვის მეუღლე, ნინო ნადირაძე "წიგროვი" სამოსში გამოწყობილ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს: "არ მომკლა, დამაძინა და ახლა ნანობს..." კესარია აბრამიძე: "არადა "წიგროვკა" კაბის ჩაცმა მინდოდა დღეს... 112-ს დამაყენებენ თავზე ზუსტად ვიცი..." ია ფარულავა: "არა რა ..... აი ის შავი კაცი მაინც ვინ იყო?? ვეფხვთან დამალაპარაკეთო უნდა დავაძინოო!!!!!!" ის შავი კაცი კი, აფრიკელი მოხალისე ნიგერიელი კენჩუ უაუგა იყო, რომელიც პატრულს ეხვეწებოდა, რომ იმ ვეფხვთან მიეშვათ, რომელმაც ადამიანი დაგლიჯა და რომლის ლიკვიდაციასაც 3 საათი მოანდომეს: "3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ." თაკო გაჩეჩილაძე ვეფხვს თხოვნით მიმართავს: "როცა გეტყვი იიი გამოდიიიი!!!! ვეფხვო ფლიზზზ!!!!" გვეშველება რამე??? 680 4-ს მოსწონს
|