x
image
ციცი
Mediator image
"სულ ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა..."-ინდირა და ლიზი ზარანდიების მამიდა ოჯახის ტრაგედიაზე

image
თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ ორი ლამაზი დის სიცოცხლე შეიწირა.
ინდირა და ლიზი ზარანდიები, იმ ავადსახსენებელ დღეს, საქმროებთან ერთად კაფეში ისხდნენ. კოკისპირული წვიმის გამო, სახლში დაბრუნება უგვიანდებოდათ. მშობლების ზარზე უპასუხეს, რომ წვიმა გადაიღებდა თუ არა მაშინვე წამოვიდოდნენ. მაგრამ, ვაი, რომ კი არ გადაიღო წვიმამ, უფრო მოიმატა და გამძვინვარდა ბუნება.
მოწყვეტილი მეწყერი წამოიღო და "ვერე რეჩკა" ააბობობქრა.
ადიდებულმა ვერემ არავინ და არაფერი დაინდო, რაც კი წინ გადაეღობა. სათამაშოებივით აათამაშა უზარმაზარი სახლები და მანქანები და გზიდან მიმოფანტა...
სწორედ ამ დროს აღმოჩდნენ დები იმ ავბედით ადგილზე, ინდირას საქმრო გზაში ჩამოსვეს და თვითონ განაგრძეს გზა... როგორც ჩანს, მანქანიდან ჩამოსულები თავის გადარჩენას ცდილობდნენ...
დღეს უკვე ორივე დის ცხედარი ნაპოვნია, დღემდე დაკარგულად ითვლება ლიზი ზარანდიას საქმრო, 27 წლის სერგო კაპანაძე.
ზარანდიების მამიდა "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს. იმ გაუსაძლის და ენით აუწერელ ტკივილზე საუბრობს, რასაც მათი ოჯახი განიცდის.
ოჯახი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ინდირას და ლიზის, 12 წლის ძმა ლუკა ყავთ, მშობლების ერთადერთ იმედად დარჩენილი, რომლის გულისთვისაც ალბათ არ მისცემენ თავს უფლებას, რომ ცხოვრება დაასრულონ.
ორივე ძალიან ნიჭიერები იყვნენ და თავისით მიაღწიეს ყველაფერს ცხოვრებაში... ორივეს თავისი საყვარელი საქმე ჰქონდა... ორივე შეყვარებული იყო და გათხოვებას აპირებდა... მაგრამ...
სახლში რომ არ დაბრუნდნენ მშობლებს ეგონათ, რომ ალბათ ინდირა გათხოვდაო...

პირველად ინდირას ცხედარი აღმოაჩინეს მზიურში, დედას არ უნდოდა, რომ შვილი გადაესვენებინათ ხობში, ელოდებოდა, რომ მეორე დაც მოეძებნათ და ერთად წავიყვან ორივესო... მაგრამ მაინც გადაასვენეს ინდირა... დედა გრძნობდა, რომ ლიზიც აღარ იქნებოდა ცოცხლებში და დღეს უკვე ლიზის ცხედარიც იპოვეს მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე...
"სულ ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა... ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, - ყველაფერი ტრადიცების დაცვით, ძალიან ლამაზად უნდა გავაკეთოთო. ტრაგედიის დღეს, საქმროებთან ერთად, სასერნოდ იყვენ წასულები..."-ამბობს გოგონების მამიდა, ფერიდე გოგია.

imageimage

0
1765
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1765
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0