სხვა ყველაზე დიდი საცობი მსოფლიოში - აბა რომელი გაბედავდით ამ გზაზე გასეირნებას? 2015, 15 ივნისი, 19:39 სიტუაციამ, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც. ალბათ დამეთანხმებით, რომ საშინელებაა საათობით იდგე საცობში და ელოდო გზის გახსნას, მაგრამ როცა უყურებ "მეორედ მოსვლას", რომელიც ჩინეთში, გუო ლიან სუნის მთებზე მდებარე საავტომობილო გზაზეა წარმოქმნილი (ასეთი საცობები ამ გზაზე საკმაოდ ხშირი მოვლენაა), მაშინ გულში ფიქრობ, რომ თბილისის ქუჩებში წარმოქმნილი საცობები ამასთან შედარებით არაფერია. წარმომიდგენია, როგორ ხასიათზე იქნებოდით, საათობით რომ მოგიწიოთ დგომა პირდაღებული უფსკრულის წინაშე.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად აღიარებულ ამ გზას ჩინელები "13 გმირს" უწოდებენ იმ 13 მამაცი მამაკაცის პატივსაცემად, რომლებმაც ხუთი წლის დაუღალავი შრომით პირდაპირ შუა მთაში გაჭრეს საავტომობილო გზა. ვუყურებ ამ ფოტოებს და შიშისაგან სუნთქვა მეკვრის - ალბათ ჩემისთანა მშიშარა ადამიანი კი არა, ექსტრემის მოყვარული გამბედავებიც კი ვერ გაბედავდნენ ამ უფსკრულის პირას სააათობით დგომას. გზის სიგრძე - 1250 კილომეტრია, ხოლო სიგანე - სამიოდე მეტრი. მისი დიდი ნაწილი უფსკრულის პირას გადის, რომლის სიმაღლე 100-150 მეტრია. "13 გმირის გზაზე" ოცდათხუთმეტამდე ეგრეთ წოდებული სარკმელია ამოჭრილი. აბა, ვინ ხართ გამბედავი, რომელი დათანხმდებოდით ასეთ გზაზე გასეირნებას? პირადად მე არანაირი თანხის საფასურად არ დავთანხმდებოდი აქ გავლაზე ... ცრურწმენების ნაკლებად მჯერა, მაგრამ მგონია, რომ ციფრი "13" ტყუილად როდი ფიგურირებს ამ გზის სახელწოდებაში. 843 11-ს მოსწონს
|