სხვა 6 ყველაზე შემზარავი წყალდიდობა მსოფლიოს ისტორიაში 2015, 15 ივნისი, 11:57 ![]() ![]() საერთოდ პატერბურგში წყალდიდობა დაახლოებით 300-ჯერ იყო.თუმცა ყველაზე საშინელი 1824 წელს დატრიალებული ტრაგედია გამოდგა. პეტერბურგში ახლაც ნახავთ კედელზე გაკრულ ხსოვნის დაფებს, რომელიც მაშინდელ ტრაგედიას შეგვახსენებს. ![]() 2-წყალდიდობა ჩინეთში 1931 წელს-1928-30 წლებში ჩინეთში ხანგრძლივი გვალვები იყო, რითაც ქვეყანა ძლიერ დაზარალდა.1930 წლის დასასრულს დაიწყო ძლიერი ქარები, ხოლო 1931 წლის გაზაფხულზე გადაუღებელი წვიმები.შედეგად მდინარე იანძი და ხუანზე ადიდდა . მდინარე იანძის წყლის დონემ 70 სანტიმეტრით აიწია, გადმოვიდა კალაპოტიდან და ქალაქ ნანკინში მიაღწია, ჩინეთის მაშინდელ დედაქალაქში. ![]() მდინარე იანძის ადიდების შედეგად სხვა დროსაც მსხვერპლი სოლიდური იყო.მაგ 1911 წელს-მსხვერპლი 100 000 ადამიანი იყო, 1935 წელს 142 000, 1954 წელს 30 000, ხოლო1998 წელს 3656. ![]() 3-ადიდებული ხუანხე-ისევ ჩინეთი.1887 წელს პროვინცია ხენანში რამდენიმე დღე გადაუღებლად, კოკისპირულად წვიმდა.28 სექტემბერს მდინარე ხუანხე ადიდდა, დატოვა კალაპოტი, გაარღვია ჯებირი და ქალაქი ჩჟენჩჟოუ დატბორა, შემდეგ კი მთელ ჩრდილოეთ ჩინეთში გავრცელდა.დაიტბორა დაახლოებით 130 000 კვ².შედეგად 2 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 900 000 შეადგინა. ![]() ![]() დაღუპულთა რაოდენობა 8-იდან 15 ათასამდე იყო. ![]() 6-წმინდა მარია მაგდალინელის წყალდიდობა-1342 წელს, ივლისში წმ. მარია მაგდალინელის ხსენების დღეს(კათოლიკური ეკლესია 22 ივლისს აღნიშნავს) მოხდა ყველაზე დიდი წყალდიდობა ცენტრალური ევროპის ისტორიაში.ამ დღეს ერთბაშად ადიდდა რამდენიმე მდინარე, მათ შორის:რეინი, რეზელი, მაინი, დუნაი, ვეზერი, ვერა, უნსტრუტი, ელბა და ვლტავა. უამრავი ქალაქი დაიტბორა:კიოლნი, მაინცი, მაინის ფრანკფურტი, ვენა, რეგენსბურგი, პასაუ და სხვა. ზაფხულის დასაწყისიდანვე იყო ხანგრძლივი გვალევები, ხოლო ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო გადაუღებელი კოკისპირული წვიმები, შედეგად რამდენიმე დღეში წლიური ნალექების საერთო რაოდენობამ 6 თვიანი ნორმა შეადგინა. დაზიანდა უამრავი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია, თუმცა მარტო მდინარე დუნაიში 6 000 ადამიანი დაიხრჩო. მალე ერთ უბედურებას მეორეც დაემატა. განადგურებული მოსავლის შედეგად დაიწყო შიმშილობა, მას მოჰყვა შავი ჭირის გავრცელება. საბოლოოდ შავმა ჭირმა 1348—1350 ცენტრალური ევროპის მოსახლეობის ერთი მესამედი შეიწირა. ![]() 2102 6-ს მოსწონს |
მეამეასთან და სულ რამდენიმე მომხმარებელთან ერთად იმ კატეგორიას ეკუთვნი, ვისი მასალებიც მუდამ საინტერესოა.