საბუნებისმეტყველო მიტოვებული ადგილები დედამიწაზე, რომელთა ხილვისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ 2015, 14 ივნისი, 18:29 მსოფლიოში უამრავი მიტოვებული ადგილია, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემაძრწუნებლად გამოიყურებიან, მათ მიმართ ადამიანების ინტერესი და ცნობისმოყვარეობა საკმაოდ დიდია. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი მცირეოდენი განმარტებებით ისეთი ადგილებისა, რომელთა ნახვაზე ძარღვებში სისხლი გეყინებათ, თუმცა ინტერესის გამო მათი ხილვის სურვილი საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს. 1. კუნძული ჰასიმა რამოდენიმე ათეული წლის წინ კუნძულ ჰასიმაზე ქვანახშირს მოიპოვებდნენ და იქ 5 ათასამდე მეშახტე ცხოვრობდა თავის ოჯახებთან ერთად. მოგვიანებით ქვანახშირმა დაკარგა თავისი ფუნქცია, რადგან ძირითადი საწვავი მასალა ნავთობი გახდა. კუნძულზე ყველა შახტა დაიხურა, ხოლო მეშეხტეებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა. 2. სანჩჟი ტაივანში მდებარე ეს სახლები თითქმის ფუტურისტულად გამოიყურება. ისინი ააგეს აზიდან დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცებისათვის, მაგრამ 1980 წელს კომპლექსის დაფინსება შეწყდა მანამ, სანამ ის გაიხსნებოდა. ამჟამად ეს დასახლება საშინელებათა ფილმების გადასაღებ მოედანს ჰგავს. 3. მოცურავე ტყე ავსტრალიაში არსებობს ტყე, რომელიც პირდაპირ მოდრეიფე ხომალდზე იზრდება. გემი მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ააგეს და 70 წლის განმავლობაში ის ამაყად სერავდა ზღვებსა და ოკეანეებს. 1972 წელს ხომალდი ჩამოწერეს და გადაიყვანეს ხოუმბუშის ყურეში. რადგან გემი უპატრონოდ იყო მიტოვებული, მას ბუნება დაესაკუთრა და ყოფილი გემი მოცურავე ტყედ გადააქცია. 4. მაუნსელას ფორტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ეს ფორტი დააარსა ინგლისის მიწების დასაცავად ჰაერიდან ან ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში. ომი დამთავრდა, ხოლო ეს მდუმარე, მიტოვებული შენობები ისევ დგანან ჩრდილოეთის ზღვაში. 5. პრიპიატი უკრაინის ქალაქი პრიპიატი ჩერნობილის ატომური ზონიდან სულ რამოდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. 1986 წლის აპრილში მომხდარ საშინელ ავარიამდე ქალაქში სიცოცხლე დუღდა, იქ ძირითადად ატომური ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალის ოჯახები ცხოვრობდნენ. რადიაციის მაღალი დოზის გამო ქალაქი დღემდე საშიში და საცხოვრებლად გამოუსადეგარი რჩება. 6. ბულგარეთის კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის სხდომათა დარბაზს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფორმის ეს მეტად არასასიამოვნო შენობა წარმოადგენდა. სსრკ-ის დაშლის შედეგ შენობა მიტოვებული იქნა, რამაც ის კიდევ უფრი შემზარავი და იდუმალი გახადა. 7. ნარა დრიმლენდის პარკი 1961 წელს იაპონიაში გაიხსნა ნარა დრიმლენდის პარკი, მაგრამ დაახლოებით 50 წლის შემდეგ ის დახურეს. ამჟამად პარკის ტეროტორია გაუდაბურებულია და შემაძრწუნებელი სანახავი. 8. დაუსახლებელი კუნძული, ფლორიდა 1981 წელს რომანოს კონცხზე ამერიკელი მილიონერის ბობი ლის სურვილის მიხედვით აააგეს ასეთი გუმბათისმაგვარი შენობები. მალე ლი გაკოტრდა, ეს შენობები კი მდუმარედ დგანან ახალი პატრონის მოლოდინში. 9. ახალი ბედორდ ორფეი ბედორდ ორფეის ახალი თეატრი 1912 წელს გაიხსნა მასაჩუსეტსის შტატში. 1959 წელს თეატრი დაიხურა და ის მაღაზიებად გადააკეთეს. ამჟამად შენობა ცარიელია, სანამ ახალი პატრონი არ იპოვის ინვესტორს მისი რესტავრაციისათვის. 10. წყალქვეშა დაკარგული ქალაქი ეს უძველესი ჩაძირული ქალაქი მდებარეობს ჩინეთში, პროვინცია ციანსჟიში. ის 1959 წელს შემთხვევით იპოვეს მუშებმა, რომლებიც ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობდნენ. წყალქვეშ ჩაძირული ქალაქი 1341 წლისაა. 11. სადგური სითი-ჰოლი ნიუ-იორკის მეტროს ეს სადგური 1904 წელს გაიხსნა. წლების შემდეგ ის უკვე ვეღარ ჯდებოდა თანამედროვე სტანდარტებში და 1945 წელს გააუქმეს კიდეც. 12. სალტოს სასტუმრო კოლუმბიაში მდებარე ეს სასტუმრო 1928 წელს გაიხსნა. აქ ძირითადად ჩერდებოდნენ ტურისტები, რომლებიც 150 - მეტრიანი ჩანჩქერის ტიკინამას სანახავად ჩამოდიოდნენ. გაუგებარი მიზეზების გამო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩანჩქერით დაინტერესება შეწყდა, სასტუმრომაც დაკარგა თავისი ფუნქცია და უდაბურ ადგილად გადაიქცა. 13. მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში ეს სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში, ქალაქ ბელიცში მდებარეობს. სწორედ აქ მკურნალობდა ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი, როცა ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა 1916 წელს. 14. კაშხალი ბელგიაში ეს არის ძველი ელექტროსადგური, რომელიც მონსო-სიურ-კამბრეში მდებარეობს. 15. ანტარქტიდაში ჩაძირული იახტა ეს ბრაზილური იახტა ოდესღაც კატასტროფაში მოყვა და არდლის წყლების ხომალდი-მოჩვენება გახდა. ბრაზილიელები, რომლებიც ხომალდზე იმყოფებოდნენ, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს, როცა უეცრად გრიგალი ამოვარდა და იახტა ჩაძირა. 16. ვილარდის ფსიქიატრიული საავადმყოფო სულით ავადმყოფთა ეს ამერიკული საავადმყოფო 1869 წელს გაიხსნა. მის კედლებს უამრავი ტრაგიკული ისტორია ახსოვს-აქ დაახლოებით 50 ათასამდე პაციენტი დაიღუპა. ამბობდნენ, რომ მისი მთავარი ექიმი ავადმყოფებზე შემზარავ ცდებს ატარებდა. 1995 წელს საავადმყოფო საბოლოოდ დახურეს. 17. სოფელი ნეო თიუ სინგაპურში მდებარე ეს სოფელი 2002 წლს დაცარიელდა. ოდესღაც ხალხმრავალი ადგილი ამჟამად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების სავარჯიშო პოლიგონად იქცა. დიახ, ამ ადგილების ფოტოსურათების ერთი შეხედვითაც კი ძარღვებში სისხლი გეყინებათ და შიშისაგან გაჟრჟოლებთ, მაგრამ მოდით, უკუვაგდოთ შიში და უფრო სასიამოვნო რამეზე ვიფიქროთ: იქნებ ვინმემ უკვე ამოირჩია რომელიმე მათგანი თავის ახალ საცხოვრებელ ადგილად და ცოტაოდენი ხნის შემდეგ უსიამოვნების და შიშის ნაცვლად მის ხილვაზე სასიამოვნო გრძნობაც კი დაგეუფლოთ... ვინ იცის, რა არ ხდება ამ სამყაროში, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე. 3948 17-ს მოსწონს |
რატომღაც განსაკუთრებით "6. ბულგარეთის კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინა" დამაინტერესა და თუ შეგიძლია იქნებ ცალკე სტატია გააკეთო ფოტოებით შევეცადე მომეძია მაგრამ მე ვერ ვნახე