საბუნებისმეტყველო ათი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელიც ოკეანეში იპოვეს 2016, 14 აგვისტო, 9:27 ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის ზღვარი კოსმოსშია, თუმცა ისინი ამით მხოლოდ თავს იტყუებენ. ჩვენი ცოდნის საზღვარი დედამიწაზეა, კერძოდ-ოკეანის ფსკერზე. მსოფლიო ოკეანე თავის სიღრმეში ჯერ კიდევ ინახავს ბუნების უდიდეს ამოცანებს. სწორედ რამოდენიმე მათგანზე გვექნება საუბარი ამ პოსტში.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე იდუმალი ნაპოვი, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ოკეანეში აღმოაჩინეს. 1. ბიმინის გზა ბიმინის გზა, ანუ როგორც მას მეორენაირად უწოდებენ ბიმინის კედელი, ბაჰამის კუნძულებთან მდებარეობს. ის სულ რაღაც ერთი მეტრის სიღრმეზეა წყალში, ამიტომ მისი დანახვა იოლად შეიძლება, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ეს ნაგებობა წარმოქმნილია ქვებით, რომელთა სიგანე 6 მეტრს აღწევს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გზა ბუნებრივადააა წარმოქმნილი, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ამაში ადამიანის ხელი ურევია. ვის რაში დასჭირდა წყალქვეშ გზის გაყვანა-ეს კითხვა პასუხგაუცემელია. 2. "რძიანი" ზღვა ეფექტი ''რძიანი ზღვა'' წარმოიქმნება მაშინ, როცა ოკეანის განსაზღვრულ ზონაში წყალი ფერს იცვლის და ღებულობს რძისფერ თეთრ-მოცისფრო ფერს. ეს საკმაოდ შემზარავი სანახაობაა. ბევრი მეზღვაური და მოგზაური კარგავდა ორიენტაციის ამ მოვლენასთან შეჯახების დროს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ ეფექტს წყალქვეშა ბაქტერიები იწვევენ, თუმცა დღემდე არაა აღმოჩენილი ბაქტერია, რომელსაც ძალუძს ასე წყალს შეუცვალოს ფერი, თანაც დროგამოშვებით. 3. იონაგინის პირამიდები ეს გასაოცარი უძველესი პირამიდები ნაპოვნი იქნა იაპონიაში იონაგინის კუნძულთან ახლოს. მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი გაცილებით ადრე იქნა აგებული, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები, მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ისინი წყალქვეშ? - ზუსტად ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ სცემს. თუ ისინი ხელითაა შექმნილი, მაშინ რომელიღაც უძველესი ქალაქის ნაწილი იყო, მაგრამ რა უნდოდა ქალაქს წყალქვეშ? იქნებ საუკუნეების შემდეგ დაიფარა წყლით? - ზუსტი პასუხი ცნობილი არაა 4. წყალქვეშა ჩანჩქერები ამოცანა გვეკითხება: როგორ შეიძლება არსებობდეს ჩანჩქერი, როცა ირგვლივ სულ წყალია? მიუხედავად ამისა, წყალქვეშა ჩანჩქერები არსებობს და თანაც ზოგიერთ მათგანს ისეთ ძალა აქვს, რომ დიდი ხომალდის დანგრევაც კი შეუძლია. ჯერჯერობით მსოფლიო ოკეანეში 7 ასეთი ჩანჩქერია აღმოჩენილი, თუმცა მათი რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. 5.წყალქვეშა წრეები ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია სამხრეთ ამერიკის მინდვრებში არსებული უზარმაზარი იდუმალი წრეების შესახებ. დღემდე არაა ცნობილი მათი წარმოქმნის მიზეზი. ზოგი მეცნიერი მათ უცხოპლანეტელების მიერ შექმნილად თვლის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამგვარი წრეები ოკეანის ფსკერზეც არსებობს. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ეს წრეები რომელიღაც უცნობი ჯიშის თევზის საცხოვრებელია, თუმცა ეს ბოლომდე დამტკიცებული არა. 6. ბერმუდის სამკუთხედი დიახ, დიახ, სწორედ ის საკრალური ბერმუდის სამკუთხედი, რომლის შესახებაც ყველა თქვენგანს სმენია. ვინ იცის, რამდენმა ხომალდმა თუ თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა ამ ადგილებში და რამდენი მათგანი გაქრა უკვალოდ. ხალხმა ამ ადგილს ''ეშმაკის სამკუთხედიც'' კი უწოდა. ზოგი მეცნიერის აზრით, აქ მდებარეობს პორტალი სხვა სამყაროში. მართალია თუ არა ეს, არავინ იცის. 7. წყალქვეშა ქალაქი კუბაში ჩვენს სიაში ჩამოთვლილი პუნქტებიდან ყველა იდუმალია, მაგრამ კუბის წყალქვეშა ქალაქი ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. კუბის ნაპირებთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნანგრევები, რომლებიც გვაიძულებენ დავფიქრდეთ იმაზე, რომ იქნებ ატლანტიდის შესახებ ლეგენდა სულაც არაა მითი და რეალური საფუძველი აქვს. ესაა წყალქვეშა ქალაქი, სადაც გიგანტური პირამიდები და სფინქსის სკულპტურებია. ვარაუდობენ, რომ ქალაქი 10 000 წელზე მეტი ხნისაა და ის ჩაიძირა მიწისძვრის შედეგად, სხვა ახსნა მისი არსებობისა უბრალოდ ალოგიკურია. 8. ეშმაკის ზღვა ''ეშმაკის ზღვა''-ესაა ზონა ოკენეში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან 100 კილომეტრის დაშორებით, გუამის პროვინციასთან ახლოს. მეზღვაურებს საშინლად ეშინიათ ამ ადგილებში ნაოსნობის. უამრავმა ხომალდმა განიცადა ამ ადგილას კატასტროფა და ამიტომ ხალხმა მას ''ეშმაკის ზღვა'' დაარქვა. აქ მუდმივად შტორმი და ქარიშხალია და რაც ყველაზე მთავარია, არ ცოცხლობს არცერთი არსება-არც თევზები, არც ფრინველები, არც ზვიგენები, არც წყალმცენარეები და მოლუსკები. რისი ბრალია ეს-ჯერჯერობით ადამიანებმა არ იციან. 9. მანათობელი და მბრუნავი წყალქვეშა წრეები კიდევ ერთი ამოუცნობი მოვლენა-უცნაური წრეები სპარსეთის ყურესთან, რომლებიც ბრუნავენ და ანათებენ. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს პლანქტონია, თუმცა ამ აზრს ბევრი არ ეთანხმება. სავარაუდოდ, ეს ამოუხსნელი ოკეანის საიდუმლოა. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეცნიერები ამ მოვლენას ადრე თუ გვიან ახსნას მოუძებნიან. 10. ამო ბალტიის ზღვაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის, რაც ბალტიის ზღვის ფსკერზე დევს, უბრალოდ დიდი ზომის ქვაა. სხვები ვარაუდობენ, რომ ის დიდი ხნის წინ ჩაძირული ხომალდია. თუმცა ეს ობიექტი საოცრად ჰგავს უცხოპლანეტელების ხომალდს ფილმიდან " ვარსკვლავური ომები". მკვლევარების ჯგუფი, ვინც ეს აღმოაჩინა, ირწმუნება, რომ ამო დგას უზარმაზარ საყრდენზე, ხოლო მის შიგნით არის კიბე, რომელსაც შავი ხვრელისაკენ მივყავართ. საკითხავია, გჯერათ თუ არა უცხოპლანეტელების არსებობის, მაგრამ ეს ობიექტი რომ დედამიწის ერთ-ერთ ამოუხსნელ საიდუმლოს მიუკუთვნება - ფაქტია. 2612 15-ს მოსწონს
|