საბუნებისმეტყველო მთვარის სასაფლაო, მთვარისძვრა და კიდევ ბევრი სხვა გასაოცარი ფაქტი მთვარის შესახებ 2016, 22 სექტემბერი, 9:13 მთვარე - ყველასათვის კარგად ნაცნობი დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. ის სიდიდით მეხუთე და სიმკვრივით მეორეა მზის სისტემის პლანეტების ყველა ბუნებრივ თანამგზავრს შორის. მეცნიერები და სწავლულები საკმაოდ დიდი ხანია იკვლევენ ჩვენს ღამეულ მნათობს და მათ არაერთი საინტერესო ფაქტი დააგროვეს მის შესახებ. ამ პოსტში მინდა ვისაუბროთ რამოდენიმე მათგანზე.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 გასაოცარი ფაქტი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის-მთვარის შესახებ. 15. მთვარისძვრა მთვარისძვრა გაცილებით სუსტია მიწისძვრაზე და საკმაოდ იშვიათად ხდება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მისი სიძლიერე რიხტერის შკალით 5, 5 ბალს შეადგენდა. მთვარის ზედაპირის ეს რხევები ოთხ ჯგუფად იყოფა: მეტეორიტული-მეტეორიტების ჩამოვარდნით გამოწვეული; ტექტონიკური-მთვარის გრუნტის მოძრაობით გამოწვეული; თერმული - მისი მიზეზია მთვარის ზედაპირის მყისიერი გათბობა ამომავალი მზის სხივებით; მიმოქცევითი, რომელიც ხდება თვეში ორჯერ და გამოწვეულია მზის და დედამიწის მიმოქცევითი ძალების ზემოქმედებით. მთვარისძვრა მიწისძვრისაგან განსხვავებით 10-12 წუთს გრძელდება. 14. მთვარის ნაგავი მთვარეზე მყოფმა ასტრონავტებმა იქ საკმაოდ დიდი რაოდენობით დატოვეს ნაგავი, თუმცა მთვარის ზედაპირის დანაგვიანების მთავარი მიზეზი ეს არაა. ხელოვნური ობიექტების საერთო მასა, რომელთაც მთვარემდე მიაღწიეს, 180 ტონას აღწევს. ეს არის პილოტირებადი ხომალდის ეკიპაჟების მიერ დატოვებული სხვადასხვა მოწყობილობები და საგნები, ავტომატური კოსმოსური აპარატები, რომელთა დანიშნულება იყო მთვარის ზედაპირამდე სხვადასხვა მოწყობილობის ატანა. 13. მთვარის სასაფლაო რატომ უნდა ჰპოვო სამუდამო განსასვენებელი დედამიწაზე, როცა არსებობს კომპანია Elysium, რომელიც ახდენს ადამიანების ფერფლის მთვარეზე დასაფლავებას. ერთი ადამიანის ფერფლით სავსე კაფსულის მთვარის ზედაპირზე დამარხვა 12 ათასი დოლარი ღირს. სხვათა შორის, პირველი ენთუზიასტი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მისი ნეშტის მთვარეზე გაგზავნა ისურვა, იყო სამეცნიერო-ფანტასტიკური სატელევიზო სერიალის - "ვარსკვლავეთის გზა" შემქმნელი ჯინ როდენბერი. 1997 წელს მისი ფერფლი რაკეტა "პეგასით" გაგზავნილი იქნა მთვარეზე. 12. მთვარის მტვერი მთვარის ზედაპირი გამუდმებით ინგრევა და იცვლება, განიცდის სითბურ დეფორმაციას და მიკრომეტეორების ძალის ზემოქმედებას. ითვლება, რომ მთვარის მტვერთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად ყველაზე მყარი საგანიც კი იშლება. მთვარის მტვერის 50% შედგება კრემნიუმის დიოქსიდისაგან და 50 % კი 12 სხვადასხვა ლითონის, მათ შორის ალუმინის, მაგნიუმის და რკინის ოქსიდებისაგან და მას აქვს დამწვარი დენთის სუნი. 11. მთვარის გავლენა ადამიანის ძილზე რამოდენიმე წლის წინ ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტიან კაიოჰენმა ჩაატარა ეგრეთწოდებული ''ძილის გამოკვლევა'', რომელშიც მონაწილეობა მიღო 30-მა მსურველმა. აღმოჩნდა, რომ სავსემთვარეობის დროს მოხალისეეებს დასჭირდათ ხუთი წუთით მეტი დრო დასაძინებლად და მათ ოცი წუთით ნაკლები ეძინათ, ვიდრე სხვა დღეებში, ხოლო მათი ტვინის აქტივობა მთელი 30%-ით დაეცა. 10. მთვარის საათობრივი სარტყლები 1970 წელს კომპანია Helbros Watches-ის ხელმძღვანელებმა სთხოვეს ასტროლოგ კენეტ ფრანკლინს შეექმნა საათი, რომელიც მთვარის დროს აჩვენებდა. ეს საათები დროს ზომავდნენ ლუნაციებში- ეს არის დრო, რომელიც მთვარეს სჭირდება დედამიწის ირგვლივ შემოსავლელად. ერთი ლუნაცია უდრიდა 29, 530589 დედამიწის დღე-ღამეს. ფრანკლინმა მთვარის დრო განსაზღვრა დედამიწის სტანდარტული საათობრივი სარტყლებით, თუმცა დაეყრდო მერიდიანებს, რომელთა სიგანე 12 გრადუსია. 9. მთვარე არც ისე ძველია, როგორც ადრე გვეგონა მანამ, სანამ მეცნიერები მთვარის ზედაპირის გრუნტის ნიმუშებს არ მოიპოვებდნენ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა ასაკის იყო ეს ღამეული მნათობი და როდის და როგორ წარმოიქმნა ის. ახალმა ინფორმაციამ, რომელიც მთვარის გრუნტის ნიმუშების დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, საშუალება მისცა სწავლულებს განესაზღვრათ მთვარის მიახლოებითი ასაკი - 4, 53 მილიარდი წელი, ანუ-გამოდის, რომ ის 10 მილიონი წლით ახალგაზრდაა დედამიწაზე. 8. მთვარე გავლენას ახდენს ზღვებისა და ოკეანეების მიქცევა-მოქცევაზე ერთადერთი მოვლენა, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს მთვარის გავლენას დედამიწაზე, ესაა მიქცევა-მოქცევა. მთვარე დედამიწის ორბიტაზე ჩერდება იმის გამო, რომ ამ ორ ციურ სხეულს შორის არსებობს მიზიდულობის ძალა. დედამიწა გამუდმებით ცდილობს მთვარე მისკენ მიიზიდოს, ხოლო თავად მთვარეც ასევე თავისკენ იზიდავს დედამიწას; რადგან ოკეანეები და ზღვები წარმოადგენს სითხის დიდ მასას, ისინი ადვილად ემორჩილებიან ამ მიზიდულობის ძალებს და განიცდიან დეფორმაციას მთვარის მიზიდულობის ძალის ზეგავლენით. 7. მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას ოკეანეების მიქცევა-მოქცევის გამო დედამიწის ზედაპირსა და ოკეანეების წყალს შორის წარმოიქმნება ხახუნის ძალა, რომელიც ამცირებს დედამიწის მოძრაობის სიჩქარეს თავისი ღერძის გარშემო. ჩვენი დღე-ღამე სულ უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდება: თითოეულ ასწლეულში დღე-ღამის ხანგრძლივობა იზრდება ორი მეათასედი წამით. აბა წარმოიდგინეთ: გამოდის, რომ ოდესღაც დღე-ღამე სულ 5 საათს გრძელდებოდა. გარდა ამისა, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება მთვარის მოძრაობის სიჩქარე თავისი ღერძის გარშემო. ასე, რომ, მთვარე დედამიწას ერთ წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით შორდება. 6. მთვარის ზედაპირზე სულ თორმეტმა ასტრონავტმა დაადგა ფეხი 1969-1972 წლებში მთვარეზე გადასხდომით სულ განხორციელებული იქნა 6 გაფრენა. დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ფეხი სულ თორმეტმა ასტრონავტმა დაადგა, მათ შორის პირველები იყვნენ ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი. 5. მთვარე სულაც არაა მრგვალი როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, მთვარე სულაც არაა სფეროსებრი, მას უფრო ლიმონისმაგვარი ფორმა აქვს. მილიარდობით წლის წინ მთვარე გაცილებით ახლოს მდებარეობდა დედამიწასთან, ვიდრე ახლა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ დედამიწის მიზიდულობის ძალით ზეგავლენით მიიღო მთვარემ ისეთი ფორმა, როგორიც ახლა აქვს. 4. მთვარის ჩრდილები მთვარის ზედაპირზე არსებული მუქი ლაქები სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება. მაგალითად, ჩინეთის, კორეის და ვიეტნამის მოსახლეობა მთვარის კრატერებში კურდღელსა და ბრინჯის ღვეზელს ხედავს. ზოგ ქვეყანაში კი პოპულარულია შემდეგი სახეები: ხე, გომბეშო, ქალის ფიგურა, ხელისგულის ანაბეჭდი, ადამიანის სახე და ასე შემდეგ. 3. ის დიდია, თუმცა დედამიწას მაინც ვერ შეედრება მთვარის ზომები დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია დედამიწის ზომებზე: მისი რადიუსი 1735, 5 კილომეტრია, დიამეტრი 3475 კილომეტრი, ხოლო ზედაპირის ფართობი დაახლოებით 38 მილიონი კვადარატული კილომეტრი, რაც შეადგენს დედამიწის ზედაპირის ფართობის 0, 075-ს. 2. მთვარის მაგნიტური ველი მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ მთვარე ოდესღაც ფლობდა საკმაოდ ძლიერ მაგნიტურ ველს. მის მაგნიტური ველის ინტენსივობა ძალიან ძლიერი იყო 3, 56 მილიარდი წლის წინათ. ამჯამად დედამიწის თანამგზავრის მაგნიტურ ველი 1000-ჯერ სუსტია იმდროინდელზე. 1. მთვარის ფერი ჩვენი ღამეული მნათობის ბუნებრივი ფერია ცემენტის ფერი, ხოლო კიდევ უფრო მუქი ჩრდილები წარმოქმნილია უძველესი ვულკანების ამოფრქვევების შედეგად გაჩენილი კრატერებით... მაგრამ რატომ იცვლის ფერს მთვარე ასე ხშირად? - სუფთა თეთრი ფერი მთვარეს მხოლოდ დღისით აქვს. ეს იმით აიხსნება, რომ ცის ლურჯ ფერს ემატება თავად მთვარის ყვითელი ფერი. ლურჯი ფერის შესუსტებასათან ერთად (მზის ჩასვლის შემდეგ) მთვარე სულ უფრო და უფრო ყვითელი ხდება, ხოლო ჰორიზონტთან ახლოს ის ნარინჯისფერს ღებულობს, ხანდახან კი სისხლივით წითელია ისევე, როგორც მზე. 598 14-ს მოსწონს
|