საბუნებისმეტყველო 25 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ 2015, 10 ივლისი, 0:11 ამბობენ, რომ ცოცხალ არსებებს შორის ადამიანს ყველაზე კარგად აქვს განვითარებული გარემოსთან ადაპტაციის უნარი, მათ შორის ისეთთან, სადაც ცხოვრებისათვის საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩვენს პლანეტაზე უამრავი მშვენიერი ადგილია, სადაც ცხოვრება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ადამაინების გარკვეული ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო საცხოვრებლად ირჩევს ისეთ გარემოს, რომელიც ჩვენ მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ დაგვესიზმრება. დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ დედამიწაზე მდებარე რამოდენიმე ადგილი უმკაცრესი გარემო და ბუნებრივი პირობებით, სადაც წესით ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ რატომღაც სწორედ ეს ადგილები აირჩიეს თავიანთ საცხოვრებლად. ამ კუთხეებში არის ურთული კლიმატური პირობები, არაა კავშირი გარესამყაროსთან, ეკოლოგიური მდგომარეობა შემზარავია, მაგრამ იქ მაინც არსებობს სიცოცხლე და ეს ადამიანები შეგუებული არიან სასტიკ პირობებში ცხოვრებას. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 25 ადგილს დედამიწაზე, სადაც ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. 1. სადგური "ვოსტოკი", ანტარქტიდა აქ არის სიცივის რეკორდული მაჩვენებელი, ჰაერს ფაქტიურად არა აქვს ტენიანობა, თვალნათლივ იგრძნობა ჟანგბადის ნაკლებობა, ქარის საშუალო სიჩქარე 18 კმ/სთ-ია, ხოლო პოლარული ღამეები თითქმის ნახევარი წელი გრძელდება. მკვლევარებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, გარემოსთან შესაგუებლად რამოდენიმე თვე სჭირდებათ. ისინი გამუდმებით იტანჯებიან ციებ-ცხელებით, თავის ტკივილით, ხშირად აქვთ ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ...მაგრამ რა გზაა?- მეცნიერება ხომ მსხვერპლს მოითხოვს. 2. "სიკვდილის ველი'', აშშ ეს არის დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ადგილი, მაგრამ აქაც არის რაიონი სახელწოდებით ფერნას-კრიკი, სადაც ხალხი ცხოვრობს. 3. ოიმიაკონი, რუსეთი ამ ადგილის დასახასიათებლად იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ ოიმიაკონს ჩრდილოეთის სიცივის პოლუსს უწოდებენ. 4. ლა-ოროია, პერუ ეს არის უკიდურესად დაბინძურებული ადგილი, რაც აქ მდებარე ტყვიის მაღაროების დამსახურებაა. აქ მცხოვრები ბავშვების უმეტესობა ტყვიითა მოწამლული. 5. დალოლი, ეთიოპია ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, შეგუებული არიან გარესამყაროსთან მოწყვეტას და 40 გრადუს ჰაერის საშუალო ტემპერატურას. 6. ნორილსკი, რუსეთი რუსეთის ეს ქალაქი თავის თავში აერთიანებს ძალიან დაბალ ციმბირულ ტემპერატურას და სამრეწველო დაბინძურების უკიდურესად მაღალ დონეს. 7. მოტიო, ჩინეთი ეს არის საშინლად მიუდგომელი ადგილი, სადაც 10 ათასამდე კაცი ცხოვრობს. აქ რომ მოხვდეთ, მთელი კვირა უნდა იაროთ მთის ციცაბო ბილიკებზე. 8. მული, ფარერის კუნძულები ამ სოფელში სულ ოთხი ადამიანი ცხოვრობს. მათ უხდებათ აიტანონ გარესამყაროსგან იზოლაცია, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა და არაპროგნოზირებადი ამინდი. 9. მერხალაია, ინდოეთი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ამინდი დედამიწაზე. აქ საშუალოდ ცხრა თვის განმავლობაში წვიმს და არც მუსონური ქარებია სასიამოვნო ასატანი. 10. კიფუკა, კონგო ამ სოფლის მცხოვრებლებს გამუდმებით უწევთ ჭექა-ქუხილის ატანა. ერთ კვადრატულ კილომეტრზე წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ეცემა მეხი. 11. მცურავი სახლები, ფილიპინები ბაჯოს ტომის მოხეტიალე ხალხს მეორენაირად "ზღვის ბოშებსაც" უწოდებენ. ისინი ცხოვრობენ პირდაპირ ოკეანეში მცურავ სახლებში. 12. ტრისტან-და-კუნიას კუნძული ეს არის კონტინენტიდან ყველაზე მეტად დაშორებული დასახლებული კუნძული. სამხრეთ აფრიკიდან ის 3000 კილომეტრითაა დაშორებული. აქაურებს უცხოები არ უყვართ და ეს არცაა გასაკვირი-ისინი ხომ სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. 13. ბაროუ, აშშ ალიასკაში მდებარე ეს სოფელი ცნობილია ხანგრძლივი პოლარული ღამეებით და საშინლად მკაცრი კლიმატით. ის მდებარეობს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპირო ხაზთან. 14. სოკოტრა, იემენი მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულზე 40 ათასამდე კაცი ცხოვრობს, აქ სულ ორად ორი გზაა და საერთოდ, ეს მწირი და მოუსავლიანი ადგილი საკმაოდ იზოლირებულია გარესამყაროსგან. 15. პომპეი, იტალია სახელგანთქმული ვულკანის ვეზუვის ფედობები დღესაც დასახლებულია აქაური ნოყიერი ნიადაგის გამო, მაგრამ აქ მცხოვრები ადამიანები გამუდმებით იმის შიშში არიან, რომ ერთხელაც განმეორდება პომპეის ტრაგედია. 16. ლინფენი, ჩინეთი ეს ქალაქი ჩინეთის ნახშირის მრეწველობის ცენტრში მდებარეობს. აქაურები თითქმის ვერ ხედავენ მზეს, თუმცა რა საჭიროა ლაპარაკი, ფოტოსურათი თავად ამბობს სათქმელს. 17. ჩერნობილი, უკრაინა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ამ უსიცოცხლო ზონაში, მიუხედავად 1986 წელს მომხდარი საშინელი ატომური კატასტროფისა. 18. ლა-რინკონადა, პერუ აქ მცხოვრები 30 ათასი ადამიანი მუშაობს ოქროს საბადოებზე. მათგან უმეტესობა ვერცხლისწყლითაა მოწამლული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მომუშავე ადამიანები ხელფასს არ ღებულობენ, ამის მაგივრად მათ უფლება აქვთ თვეში ერთხელ წაიღონ იმდენი მადანი, რამდენის აღებასაც შეძლებენ. საინტერესო გარიგებაა, არა? 19. მინცინი, ჩინეთი ეს მხარე მდებარეობს ორ მზარდ უდაბნოს შორის. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება მოსავლიანი მიწების ფართობი, მათ ადგილს კი უდაბნო იკავებს, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ აგრძელებენ აქ ცხოვრებას. 20. კუკი, ავსტრალია ოდესღაც ეს იყო რკინიგზის სადგური, ამჯამად აქ ოთხი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორს უწევთ წასვლა, რათა წყალი და საკვები მოიპოვონ, რადგან აქ არც წყაროა და არც მოსვალი მოდის. 21 .კუნძული პიტკერნი აქ მისვლა მხოლოდ კანოითაა შესაძლებელი. კუნძულზე სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, ეს დაახლოებით 50 ადამიანია. 22. ტბა კივუ, კონგო-რუანდის საზღვარი ამ ტბის ნაპირებზე დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ტბა შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის მეთანს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ყოველწლიურად ამის გამო აქ უამრავი ადამიანი იღუპება. 23. მერაპის მთა, ინდონეზია უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მთაზე მდებარე ვულკანი 60-ჯერ ამოიფრქვა. ამის მიუხედავად ადამიანები მაინც ცხოვრობენ ამ მთის ძირში. 24. ვერხოიანსკი, რუსეთი წინათ აქ კატორღელებს ასაახლებდნენ. ამჟამად პოლარული წრის იქეთ მდებარე ამ პატარა, საოცრად ცივ ქალაქში 1500-მდე კაცი ცხოვრობს. 25. ატაკამას უდაბნო, ჩილე, პერუ დედამიწის ამ ყველაზე მშრალ ადგილას ამჟამად ერთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა ადგილობრივ რკინის მაღაროებში მუშაობს. 4986 13-ს მოსწონს
|