x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყავის ისტორია და ცოტა რამ ყავის შესახებ!
ჩემი აზრით ძალინ ცოტაა, უფრო სწორედ თითზეა ჩამოსათვლელი ისეთი ადამიანები რომლებიც ყოველ დღე კოფეინს არ იღებდეს თუნდაც მცირე რაოდენობით … კოფეინს მარტო ყავა არ შეიცავს, კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და ბევრი სხვა რამე… მოდით ცოტა რამ ყავის შესახებაც გავიგოთ…


image


მაგრამ სად გაჩნდა პირველად ყავა? ყავის ისტორია, სკმაოდ დიდი ხნის წინათ, ეთიოპიის მთებში დაიწყო, მას ასე მოიხსენიებდნენ: ველური ყავის სამშობლო!!!! დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით 60–ზე მეტი სახეობის ყავა იზრდება. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით კი, ის პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.


image



თითოეულ ადამიანს ყავის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უყალიბდება. რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია.


image


ცნობილია, რომ მისი ხშირი და სისტემატური გამოყენება ფეხმძიმე ქალისთვის შეიძლება ნაყოფის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის დაწყების მიზეზიც გახდეს. ცნობილია, რომ კოფეინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და, ასევე, შეიძლება, მოხვდეს დედის რძეშიც, სწორედ ამიტომ ურჩევენ ორსულ ქალებს, არ მიირთვან ყავა და დროებით მაინც შეცვალონ ის ან ნატურალური წვენებით.


image



1
520
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
520
  
2015, 14 ივნისი, 19:35
მიყვარს მხოლოდ უნალექო კარგი ხარისხის ყავა ყოველგვარი შაქრის, რძის და სხვა დანამატების გარეშე :)
0 1 1