x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
შოკოლადის პუდინგი, სასიამოვნო რეცეპტია
შემადგენლობა:


კვერცხის გული – 4 ცალი
ნაღები – 400 მლ ( 10%)
შაქრის პუდრა – 40 გრ
ვანილი – 10 გრ
შოკოლადი – 75 გრ
მოხალული თხილი – გემოვნებით


მომზადება:



ინგლისური კრემი- ეს არის მოხარშული კრემი კვერცხის გულებზე. ის არის თხელი, ჰაეროვანი და ძალიან ნაზი. მისი მომზადებისთვის საჭიროა 4 კვერცხის გული, 400 მლ 10%-იანი ნაღები(ან რძისა და ნაღების ნარევი, ან კიდე უბრალოდ რძე) და 40 გრამი შაქრის პუდრა. შაქრის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ პუდრა უკეთესია. პუდრა უკეთესად დნება გაცხელებულ რძეში.
კვერცხის გულები ავთქვიფოთ პუდრაში.რძე ან ნაღები გავაცხელოთ ვანილით.
როგორც კი დაიწყებს დუღილს ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხის გულებში და კარგად ავურიოთ.
ჩავასხათ უკან ქვაბში და გავაჩეროთ ცეცხლზე 5-7 წუთი, აუცილებლად ვურიოთ, სანამ არ გასქელდება.შემდეგ დავამატოთ 75 გრ დატეხილი შოკოლადი და აურიოთ, სანამ არ სითხე არ გახდება ერთგვაროვანი.


image


ტკბილი პურს მოვაცალოთ ქერქი და დავამტვრიოთ ნაჭრებად, რომლებიც ჩავდოთ ფორმებში.
დავასხათ ზემოდან კრემი
( გამოდის 4 პორცია) და გავაჩეროთ 1 საათი, რომ პური კარგად გაიჯღინთოს.
ზემოდან დავაყაროთ მოხალული დაჭრილი თხილი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.შუაგული უნდა იყოს რბილი არ უნდა გამოცხვეს.ეს პუდინგები უნდა მივირთვათ თბილი.



imageimageimage


გემრიელად მიირთვით!



0
261
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0