x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ატომური ენერგია, ეს უნდა იცოდეთ!
მეორე მსოფლიო ომის დროს მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ატომის ბირთვიდან მიღებული ენერგიით მძლავრი ბომბების შექმნაში.


image


მას შემდეგ, ელექტრო ენერგიის შესაქმნელად ატომის ენერგიის გამოყენება ვისწავლეთ.


image



აშშ-ში, ჩიკაგოში ბირთვული რეაქციის გაკონტროლებაში წარმატებას მიაღწია
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც იტალიელი პროფესორი ენრიკო ფერმი ხელმძღვანელობდა.
ეს იყო 1942წ-ს, რაც ატომური ბომბის გამოგონების დასაბამი აღმოჩნდა.
ის, რისი გაკეთებაც შძლეს მეცნიერებმა, ატომის გახლეჩის სახელით არის ცნობილი.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ ბირთვის გაყოფის მეთოდი აღმოაჩინეს.
ამ პროცესში ნივთიერების მცირე მასა განადგურდა.
როგორც დიდმა ფიზიკოსმა ალბერტ ანინშტაინმა იწინასწარმეტყველა,
მის ადგილას, სიმხურვალის სახით, დიდი ენერგია გამოიყო.
ატომურ ბომბში პროცესი ძალზე სწრაფად ვითარდება, რაც შედეგად უცაბედ და
გამანადგურებელ ენერგიას გამოყოფს.
ბირთვულ ელექტროსადგურებზე იმავე სახის რეაქცია მიმდინარეობს,
ოღონდ უფრო ნელა და დიდისიფრთხილით კონტროლდება.


image


წარმოებული სითბო წყალს ორთქლად აქცევს, რომელიც თავის მხრივ,
ტურბინებს აბრუნებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.


image


ატომის ბირთვის გაყოფას ატომის გახლეჩა ეწოდება. ნეიტრონი შემოეკვრება ბირთვს, რაც მის გამოყოფას იწვევს და მეტ ნეიტრონებს გამოყოფს. ისინი შემდეგ სხვა ბირთვებს ეკვრიან, რაც პროცესის მიმდინარეობას უზრუნველყოფს. ასეთი თანმიმდევრობა ჯაჭვური რეაქციის სახელით არის ცნობილი. ატომური ბომბის შემთხვევაში ჯაჭვური რეაქცია შეუჩერებლად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ატომის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია გროვდება და ძლიერ აფეთქებას იწვევს. ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორში ლითონის საკონტროლო ღეროები ნეიტრონების ნაწილს შთანთქავენ რაც რეაქციის მიმდინარეობას აფერხებს და, შესაბამისად გამოყოფილი ენერგიის რაოდენობასაც ამცირებს.


image


მაგნოქსის რეაქტორში საწვავი მაგნიუმის შენადნობისა და ურანისგან შედგება. დღეს, უმეტეს რეაქტორებში გამიყენება ურანის ოქსიდი რომელიც ლითონის მილაკებშია მოთავსებული.ისინი საწვავი ელემენტების სახით იყრიან თავს. რეაქტორის დასამუხტად რამდენიმე ასეული ელემენტია საჭირო. საწვავი რეაქტორში, როგორც წესი, სამიდან ხუთ წლამდე რჩება. გამოყენებული საწვავი იგზავნება გადამუშავებელ ქარხანაში, სადაც ურანისა დაპლუტონიუმის ამოღება ხდება.


image







0
1209
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0