x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492648
ვინ იყო ავბედითი მეცნიერი, რომელმაც მილიონობით ადამიანი მოკლა და კინაღამ დედამიწაც გაანადგურა
image

საწვავის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ოქტანური რიცხოვნება, რომელიც შეკუმშვის შედეგად წვისას ბენზინის მდგრადობას განსაზღრავს. რაც უფრო მაღალია რიცხვი, ნივთიერება მით მეტ წნევას გაუძლებს . თუ ოქტანის რიცხვი არ ემთხვევა აღნიშნულ კლასს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძრავის ეფექტურობის შემცირება, საწვავის მოხმარების გაზრდა და დგუშების განადგურება.


საავტომობილო ინდუსტრიის ადრეულ პერიოდში, 1910-იან და 1920-იან წლებში, მწარმოებლები ცდილობდნენ ეპოვათ გზა ოქტანის რეიტინგის გაზრდისთვის, რადგან პირველი მანქანები ხმაურიანი იყო და უამრავი გამონაბოლქვი ჰქონდათ. ამაზე სამუშაოდ ჩარლზ კეტერინგმა, General Motors-ის კვლევის ხელმძღვანელმა, 1916 წელს დაიქირავა ახალგაზრდა ქიმიკოსი, თომას მიდგლი.



მიდგლი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს ბენზინის სხვადასხვა დანამატებზე, რომლებსაც შეეძლოთ ოქტანის რიცხვის გაზრდა. კარაქიდან დაწყებული თელურიუმამდე ქიმიკოსმა ყველაფერი სცადა. 1921 წლის დეკემბერში მან იპოვა შესაფერისი ნივთიერება - ტეტრაეთილის ტყვია. უმალ კატერგინს დაურეკა და ახარა, რომ მათ შეეძლოთ მისგან მინიმუმ 200 მილიონი დოლარის შოვნა.



კომპანია Ethyl, რომელიც მოიცავს სამი კორპორაციის თანამშრომლებს: General Motors, DuPont და Standard Oil, დაიწყო ტეტრაეთილის ტყვიით ბენზინის წარმოება და მარკეტინგი, რომელსაც ეწოდა "ეთილირებული". 1920-იანი წლების შუა პერიოდში გაიხსნა ახალი ქარხანა, მაგრამ გაშვებიდან ორი თვის შემდეგ ათეულობით მუშაკს გამოუვლინდა მოწამვლის სიმპტომები და ხუთი მათგანი გარდაიცვალა.

image

ამის საპასუხოდ, მიდგლიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი გამოგონების უსაფრთხოება, მან ერთი წუთის განმავლობაში შეისუნთქა ტყვიის ორთქლი. თუმცა ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მალულად მკურნალობდა მძიმე მოწამვლისგან.

image


ჯერ კიდევ ძველ რომში იცოდნენ, რომ ტყვიით მოწამვლა იწვევს ჰალუცინაციებს, სიგიჟეს და შეიძლება მოკლას ადამიანი. სხეულში მოხვედრისას ნივთიერება კალციუმის იმიტირებას ახდენს, ამის გამო ის გროვდება ძვლებში და აგრძელებს ორგანიზმის მოწამვლას .

image

1920-იან წლებში უამრავმა მეცნიერმა და უმსხვილესმა ამერიკულმა უნივერსიტეტებმა მისწერეს მიდგლის ტყვიის შემცველი ბენზინის საშიშროების შესახებ, თუმცა მათ არავინ უსმენდა. ნივთიერება გამოიყენებოდა ათწლეულების განმავლობაში, რამაც გამოიწვია ტვინის დაზიანება, ქრონიკული დაავადებები და, სავარაუდოდ, 800 მილიონი პუნქტით IQ ვარდნა მსოფლიოს მოსახლეობაში. ტყვიის შემცველი ბენზინი დიდი რაოდენობით იწვევდა კრუნჩხვებს და კომას. მეტიც, ამის გამო გაიზარდა დანაშაულის დონე – ადამიანები ბავშვობაში სუნთქავდნენ ორთქლს, ორგანიზმში დაგროვილ ტყვიას, რომელიც ანადგურებდა ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამან განაპირობა ის, რომ ზრდასრულ ასაკში ისინი უფრო აგრესიულები და ასოციალურები ხდებოდნენ.


ამ ნივთიერების გამოწვეული უარყოფითი ეფექტი ყოველწლიურად მაინც კლავს 600-900 ათას ადამიანს.


1970-იან წლებში განვითარებულმა ქვეყნებმა მოუსმინეს მეცნიერებს და დაიწყეს ტყვიის შემცველი ბენზინის წარმოების შეზღუდვა. 1976-1989 წლებში შეერთებულ შტატებში მისი გამოყენება 99%-ით შემცირდა. გაუმჯობესდა ერის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და დაეცა დანაშაულის დონე. 1996 წელს ნივთიერება საბოლოოდ აიკრძალა აშშ-ში, იაპონიასა და დასავლეთ ევროპაში. ჩინეთი და ინდოეთი მიჰყვნენ 2000 წელს, ხოლო რუსეთი 2002 წელს. თუმცა, მსოფლიოს 117 ქვეყანაში მანქანები აგრძელებდნენ მოძრაობას მომწამვლელ საწვავზე.

2016 წლისთვის ტყვიის შემცველი ბენზინი ლეგალური იყო მხოლოდ ერაყში, იემენსა და ალჟირში.


2021 წლის 30 აგვისტოს მისი გამოყენება საბოლოოდ აიკრძალა მთელს დედამიწაზე.


თუმცა, თომას მიდგლი არ შეჩერებულა ტყვიის შემცველ ბენზინზე. 1920-იანი წლების ბოლოს, General Motors-ის სახელით მან შეიმუშავა ნივთიერება, რათა მაცივრებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ. მეცნიერმა მას "ფრეონი" უწოდა. ეს იყო ქლოროფტორნახშირბადებიდან პირველი, რომელიც მალევე გამოიყენებოდა ყველაფერში, აეროზოლებიდან და გამხსნელებიდან საყინულეებამდე. ისინი იყო იაფი, ეფექტური და სავარაუდოდ, არ შედიოდა რეაქციაში სხვა ნივთიერებებთან.


დედამიწის სტრატოსფერო შეიცავს ოზონს, რომელიც აკავებს მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, განსაკუთრებით მის ნაირსახეობას UV-B.(ულტრაიისფერი გამოსხივება) სწორედ UV-B იწვევს მზის დამწვრობას და მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს კიბო ადამიანებში და სხვადასხვა დაავადებები მცენარეებსა და ცხოველებში.



1970-იან წლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ატმოსფეროში ოზონის შრე თხელდებოდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ. ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „ოზონის ხვრელი“, რომლის მატებასაც შეიძლება გამოიწვია ის ფაქტი, რომ მზის შუქი პლანეტისთვის საბედისწერო გახდებოდა. 1974 წელს მკვლევარებმა მარიო მოლინამ და შერვუდ როულენდმა აღმოაჩინეს მიზეზი:ზემოთ აღნიშნული CFC. -ქლოროფტორნახშირბადები .ისინი დაგროვდნენ ატმოსფეროში და ქლორი რეაგირებდა ოზონთან სტრატოსფეროდან, გადაიქცევა ჟანგბადად და ქლორის მონოქსიდად. ამ პროცესმა თანდათან გაანადგურა ოზონის შრე.


მალე სამეცნიერო საზოგადოება მივიდა დასკვნამდე, რომ საჭირო იყო სასწრაფო მოქმედება. 1986 წელს გაეროს ეგიდით დაიწყო დისკუსიები და უკვე 1987 წელს 200-ზე მეტ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი მონრეალის ოქმს, რომელიც კრძალავდა ქლორფტორნახშირბადის ფართო გამოყენებას. მათი მოხმარება 1989 წელს 815 ათასი ტონიდან 2014 წელს 156 ტონამდე შემცირდა. ექსპერტების აზრით, 2050-იანი წლებისთვის სტრატოსფერო დაუბრუნდება 1980-იან წლებამდე არსებულ დონეს.


რა ბედია ეწია ყველაფერ ამის გამომგონებელს?რომლის გამოსწორებასც კაცობრიობამ ათწლეულების შემდეგ დაიწყო?


თომას მიდგლი ვერ მოესწრო ამ ყველაფერს. 1940 წელს, როდესაც ის 51 წლის იყო, მეცნიერს პოლიომიელიტი დაემართა, რის გამოც დაინვალიდდა და საწოლზე მიჯაჭვული დარჩა. მკვლევარმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ეხმარებოდა მას საწოლიდან წამოდგომაში, მაგრამ 1944 წელს იგი თავისავე გამოგონებულ სისტემაში გაიბლანდა და დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა 55 წლის ასაკში.

image

ისტორიკოსები მის შესახებ წერენ, რომ მან „უფრო მეტი ზიანი მიაყენა ატმოსფეროს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ორგანიზმი დედამიწის ისტორიაში“ და „მისი [ზიანის მიყენებაში] ალღო პრაქტიკულად ავბედითი“.

0
1032
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1032
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0