x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134602
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508741
"დღეს გადავწყვეტ დავშორდე დედაჩემს თუ მივუტევო?" - რას ვერ პატიობს დედას გურამ შეროზია

image

ბლოგერი, მოგზაური და ტელეწამყვანი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სახალისო და ამასთანავე დასაფიქრებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს ან უკვე გამოსცადა მსგავსი სიტუაცია:



"ვაიმე ეს რა გავიგე! შემცივდა და გათბობის ჩართვის დროა-მეთქი ჩავილაპარაკე. ახლავე დავურეკავ ხელოსანსო დედაჩემმა. მეთქი რაის ხელოსანი, გავედი, ქვაბზე ღილაკს ხელი დავაჭირე და გათბა სახლიც. თურმე ბოლო ლამის სამი წელია, დედაჩემი ხელოსანს იძახებდა ყოველ ჩართვა-გამორთვაზე და ისიც ასე თავხედურად მოდიოდა და ღილაკზე ორ წამიანი ხელის მიჭერაში 30 ლარს იღებდა (შეიძლება მეტსაც, მაგრამ დააკლო დედაჩემმა შესაძლოა, ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა)
ხო "მილიანერების" ოჯახი ვართ რავი, ნათურის ამნთებსაც გამოვიძახებთ ხოლმე და რომ გადაიწვება მოხსნა-გამოცვლაშიც გადავიხდით, რა გვენაღვლება?!
დღეს გადავწყვეტ, დავშორდე დედაჩემს თუ მივუტევო???-წერს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია.
0
524
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0