x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანის სახელით სოციალურ ქსელში IPHONE 5S-ს ათამაშებენ-თაღლითობა "ფეისბუქზე"

image

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ერთ-ერთი გვერდი, მომხმარებელთა მოტყუების გზით, ცდილობს საკუთარი გვერდის გაპოპულარებას. მთელი დღის განმავლობაში IPHONE 5S-ის მოგების სურვილით უამრავმა მომხმარებელმა მოიწონა, გაიზიარა და დააკომენტარა ფოტო და გვერდი. ეს გვერდი კი ეგრეთ წოდებული "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"-ს პატენტი გვერდია.
აი რას სთავაზობს გვერდის ადმინი თავის მომხმარებელს:
"ყურადღება...
თამაშდება Iphone 5s 32GB
წესები ასეთია:
1) მოიწონეთ ფოტო
2) დაწერეთ ციფრი 1–იდან 5000–მდე
3) გააზიარეთ ფოტო.
1 პროფილიდან მიიღება 1 კომენტარი, არანაირი ჩასწორება. წარმატებებს გისურვებთ!"

imageალბათ გაოცდებით თუ დახედავთ ციფრებს, რამდენი ადამიანის მოტყუება შეძლო ამ გვერდმა და რამდენი ადამიანი არის იმის სურვილით შპყრობილი, რომ მოიგონ Iphone 5s.
ამ დროისთვის ფოტო მოწონებული აქვს 20, 263 ადამიანს, გააზიარა 17, 358-მა და დააკომენტარა 22, 239-მა.
საინტერესოა, ნუთუ ამდენი ხალხიდან ერთს მაინც არ მოსვლია აზრად, რომ გადაემოწმებინა და მოეძებნა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" ოფიციალური გვერდი. ნანუკას ოფიციალურ გვერდი ხომ 166 ათას "ლაიქიანია", ხოლო მისი პატენტი გვერდი სულ რაღაც 20 ათას ასცდა ახლა, ისიც მისი თაღლითური ხრიკებით.
ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანისთვისაც და მან შემდეგი განცხადება გაავრცელა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:
"მეგობრებო, ეს გვერდი მე არ მეკუთვნის და გთხოვთ ყველას დაარეპორტოთ. თუ არ შეგაწუხებთ, ძალიან დამეხმარებით.
ვიღაც ძალიან ცუდათ სარგებლობს ჩვენი სახელით!"image

საინტერესო ის არის, რომ ეს გვერდი ისევ განაგრძობს ჯერ-ჯერობით საზოგადოების მოტყუებას!

0
105
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0