x
image
worldsport.ge
ჩავი და "ალ სადი" გაოფიციალურდა

imageკატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ჩავი ერნანდესმა ყატარულ "ალ სადთან" 2-წლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. 35 წლის ფეხბურთელი აზიურ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მომავალში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.
"სამწვრთნელო კარიერა? - რატომაც არა. არ მინდა რომელიმე კარი ჩემთვის დახურული იყოს, "ბარსელონაში" სიამოვნებით დავბრუნდები", - თქვა ჩავიმ.
ჩავი "ბარსელონაში" 1998 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0