კულტურა ათასობით შიშველი ნიკი მინაჟი ჰელსინკის საკათედრო ტაძრის საფეხურებზე 2015, 12 ივნისი, 13:11 ივნისის ერთ მშვენიერ დილას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მცხოვრებლები მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ: კათედრალური ტაძრის საფეხურებზე მათ დაინახეს მუყაოზე ნატურალურ ზომებში შესრულებული ნახევრადშიშველი მომღერლის ნიკი მინაჟის ფოტოსურათები. "ასეა თუ ისე, ეს არ იყო არც საპროტესტო პოლიტიკური აქცია, არც ხელოვნების რომელიმე ფორმა, "- აცხადებს ფინეთის საინფორმაციო სააგენტო Fader.
ფინეთის დედაქალაქის მთავარი ტაძრის ახლებური "დეკორის" ფოტოსურათებმა მყისვე დაიპყრო ინტერნეტ-სივრცე. თავდაპირველად ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაიფიქრეს, რომ ეს მკრეხელობა ამერიკელი მომღერლის რომელიმე მხურვალე ფანატიკოსმა ჩაიდინა, მაგრამ ამ საიდუმლო მანევრის მიზეზი გაცილებით პროზაული აღმოჩნდა: მუყაოს მინაჟების შეტევა, არც მეტი, არც ნაკლები, - აღმოჩნდა სარეკლამო აქცია, რომელიც მომღერლის ფინეთში ვიზიტთან იყო დაკავშირებული; კერძოდ, ნიკი მინაჟი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში Summer Up, რომელიც 3-4 ივლისს ჰელსინკიდან 100 კილომეტრით დაშირებულ პატარა ქალაქში გაიმართება. თითოეულ მუყაოს ფიგურაზე მიწებებული იყო ამ ფესტივალზე დასასწრები უფასო ბილეთი. Summer Up-ის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ამ გაბედული პიარ-აქციის საშუალებით ისინი აპირებდნენ შეექმნათ ფესტივალის პოზიტიური სახე. თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მუყაოს მინაჟებთან ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელებს, - ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცოტაოდენი ხნის წინ ნიკი მინაჟის გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, როცა მომღერალმა თავის ერთ-ერთ კლიპში ნაცისტური სიმბოლოები გამოიყენა. 116 8-ს მოსწონს
|