საზოგადოება ვინ არის და რას საქმიანობს ქართველი გოგონა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს პოზიტივს ტუჩებში კოცნით გადასცემს (+ფოტოები) 2015, 11 ივნისი, 20:17 "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "ბინა 18"-ში სახალისო და სკანდალური ვიდეო გავიდა, რომელშიც მომხიბვლელი გოგონა გამვლელ მამაკაცებს, პოზიტივს ტუჩებში კოცნით გადასცემს. აღნიშნულმა რეპორტაჟმა და პოზიტივის ამ სახით გადაცემამ საზოგადოების დიდ ნაწილში აგრესია გამოიწვია. ბიჭების ნაწილს კი გული დასწყდა, რომ რეპორტაჟში მონაწილეობის შანსი არ მიეცათ. ვინ არის და რას საქმიანობს სიუჟეტის მთავარი გმირი? ეს გოგონა 24 წლის თეკო მეზვრიშვილი გახლავთ. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პროფესიით კი ქართული ენის ფილოლოგია. სწავლის დამთავრების შემდგომ რომში გაემგზავრა, სადაც დანტე ალიგიერის უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით ჩააბარა და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. "ჩემი ქმარი პროფესიით ფილოსოფოსია, გატაცებულია კიბერტექნიკით და ჩემით. საფეხბურთო სკაუტია და მოღვაწეობს იტალიაში. ხან რომში ვცხოვრობთ, ხან თბილისში"-ამტკიცებს თეკო. გოგონას მტკიცებით მისი მეუღლე ამ ექსპერიმენტში მონაწილეობი წინააღმდეგი არ ყოფილა და ცოლს ადვილად დათანხმდა. ვიდეოს გავრცელებასა და ხალხის აგრესიას კი მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. "ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა. თეკო ძალიან ნიჭიერი, განათლებული და კულტურული გოგოა. ამ ვიდეოს ნახვისას ერთადერთი რაზეც სიბრაზე მომერია, შემდეგი იყო, რომ ჩემი ბედისა რა ვთქვი, მარტო პოლიტიკური ოპონენტები მხვდებიან ქუჩაში. მე მას ქართული თანამედროვეობის ჟანა დარკი დავარქვი. საქართველო NATO-ს წევრი რომ გახდება ალიანსის ჰედ ოფისამდე ბრიუსელში თმაგაშლილი, ფეხშიშველი უნდა მიაცილოს ქართული ჯარი"-ამტკიცებს დავით გოგიშვილი და სოციალურ ქსელში თეკოსთან გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს. 753 5-ს მოსწონს
|