x
image
K.P.
ქეთი დოლიძეს გიორგი ქისტაური მიმართავს! რატომ უპირისპირდებიან რეჟისორს ემიგრანტები?
image
საზოგადოების დიდ ნაწილში დიდი აგრესია გამოიწვია რეჟისორ ქეთი დოლოძის განცხადებამ, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან საკუთარი ნებით წასულ ადამიანს ემიგრანტი არ უნდა ერქვას. "ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში"-წერს ქალბატონი ქეთი ფეისბუქის პირად გვერდზე. image

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა გიორგი ქისრაური, რომლის დედაც უკვე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს: "როდესაც ქეთი დოლიძე გამოდის და მსგავს განცხადებას აკეთებს, რათქმაუნდა პირადად არ ვიცნობ და ვერ მივაწვდენ ჩემს აზრს მის კომენტართან დაკვშირებით, მაგრამ ვეტყვი და ვუსურვებ ის ტკივილი განაცდევინოს ღმერთმა რომელიც დედაჩემმა განიცადა როდესაც 8 წლის ასაკში დამტოვა, მეძინა და მე ვერც გავიგე ისე, ასევე იმ ტკივილის განცდას ვუსურვებ რომელიც მე მქონა როდესაც გავიღვიძე და დედა გვერდით აღარ მეწვა, ალბათ წარმოუდგენელია ის დედაშვილური ტანჯვა რომელიც დედაჩემსაქვს გადატანილი ჩემს გამო, იმისთვის რომ მე არაფერი მომკლებოდა და და ისიც არ იცის რა გრძნობაა როდესაც დედა ისეთ შვილ ტოვებს წლებით, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლია და ყველაზე ძნელია მასთან განშორება, ქეთი დოლიძე, დედაჩემი ემიგრანტია და იმიტომ რიმ მისი შვილი იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, შენ ამას ვერასდროს გაიგებ.

image



ქეთი დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა ემიგრანტი ანა გაგუნაშვილი, რომლის მიმართვამაც ინტერნეტსივრცე მოიცვა: "მინდა მივმართო ყველა ემიგრანტის "გულშემატკივარს": დაგვაბრუნეთ და დავბრუნდებით...

ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...
ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...
ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების...
აქ დროც გაჩერებულია...
თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.
როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს...
იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს... იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე... წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე...
იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...
ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა...
ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე... თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან...
ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო...
ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ...
ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან...
და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ..."


4
1093
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1093
  
2015, 11 ივნისი, 3:54
ქეთი დოლიძე მარტო იმიტომ ხარ გასაკიცხი, რომ ქისტაურის ნაირ პიჟონებს მიეცი კომენტარის გაკეთების საშუალება
2015, 10 ივნისი, 22:10
კუკარაჩა არ გინახიათ? კუკარაჩა.. ეს თურმე ფილმებს იღებდა... და ჩვენ მახათებს ''ვიყრიდით'' .. ქეთი არც ისე ახალგაზრდა და პატივსაცემი ადამიანი ხარ.. უკვე.. დაჯექი და დატკბი ცხოვრებით.. ნუ ათამაშებ ბებერ დუნდულებს..
2015, 10 ივნისი, 17:30
შემზიზღდა ეგ ქალი
2015, 10 ივნისი, 17:02
უზნეო, უმორალო, ფულზე გაყიდული დედაკაცი!!
0 1 4