საზოგადოება ეთერ კაკულიას მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა მომღერალს მკურნალობა შეუწყვიტეს 2015, 9 ივნისი, 21:31
შეგახსენებთ რომ, დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალ ეთერ კაკულიას ექიმებმა სისმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. "უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ჩემი მეგობარი, მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე მდგომარეობაშია. სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და საწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და ჰოსპიტალიზება. ვისაც შეგიძლიათ დახმარება მოგვიანებით მის პირად ანგარიშს მოგაწვდით და აქვე გთხოვთ, მან არ იცის მისი ზუსტი დიაგნოზი და თუ დაუკავშირდებით ნუ ეტყვით დიაგნოზს... იმედი მაქვს რომელიმე შოუ, ან გადაცემაც დათანხმდება საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას, რათა მოხდეს სასწრაფო წესით თანხის შეგროვება, დრო ძალიან ცოტაა და საწრაფოა"-წერდა რაულ ქირია ეთერ კაკულიას მდგომარეობის შესახებ რამდენიმე თვის წინ. ეთერ კაკულიას დასახმარებლად სპეციალური გადაცემა და საქველმოქმედო კონცერტიც შედგა, მოგროვდა თანხის გარკვეული ნაწილიც. ცოტა ხნის წინ მომღერლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა როგრც ჩანს, საბოლოოდ, მკურნალობა დაგვინებული აღმოჩნდა. 1044 3-ს მოსწონს
|