"იქს ფაქტორის" კონკურსანტი, ორსული ლინდა ადამია, გულშემატკივართა პასიურობით უკმაყოფილოა.
ყველაზე პოზიტიური, უძლიერესი ხმის და გამორჩეული გარეგნობის მქონე ორსული გოგონა, ლინდა ადამია, გუშინდელ ლაივ-კონცერტზე აუტსაიდერებში აღმოჩნდა. მასთან ერთად მეორე აუტსაიდერი იყო, ასევე უძლიერესი გოგონების ჯგუფი, "Vanilla Cage"-ი. ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტში ლინდა ადამია დარჩა.
იგი ძალიან იმედგაცრუებულია თავისი მეგობრების, ნათესავების და ახლობლების ასეთი პასიურობით. ლინდამ თავისი გულისტკივილი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსით გამოხატა:
"დღევანდელ ლაივს საერთოდ უკომენტაროდ ვტოვებ! სირცხვილი ჩემო ძალიან საყვარელო მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო და მეგობრებო! "დალშე" მე სიამოვნებას მანიჭებს ჩემი დღევანდელი ნამღერი!"
ლინდა ადამიას მიერ შესრულებულმა სიმღერამ, "I'm Outta Love", ჟიურის წევრებში ძალიან დადებითი და მძაფრი ემოციები გამოიწვია. ანრი ჯოხაძემ და სოფო ნიჟარაძემ ფეხზე წამომდგარებმა ცეკვაც კი დაიწყეს.
თამთა გოდუაძემ შეფასებისას აღნიშნა, რომ ლინდა ძალიან ძლიერ ენერგიას აფრქვევდა სცენაზე, რაზეც ჟიურის ყველა წევრი დაეთანხმა, გიორგი გაბუნიამ კი მორიგი ფრთიანი ფრაზა წარმოსთქვა:
"იმდენს აფრქვევს, რომ მეშინია ბავშვიც არ გამოაფრქვიოს უცებო..."
შეგახსენებთ, რომ ლინდა ადამია გათხოვილია. მან მეუღლე,
David Tattooist-ი( ასე უწერია ფეისბუქზე), მაშინ გაიცნო, როდესაც ტატუს გასაკეთებლად მივიდა მასთან. წყვილს ერთი ნახვით შეუყვარდა ერთმანეთი და მალე დაოჯახდნენ კიდევაც. მეუღლე ლინდას ყველა კონცერტებზე დაყვება, მისი დიდი გულშემატკივარია და ყველანაირად მხარში უდგას. ამ წყვილისგან ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის. ლინდა ახლა ხომ ყველაზე მეტად საჭიროებს მეუღლის თანადგომას მისი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო.
ისინი სულ მალე მშობლები გახდებიან.
ვუსურვოთ ლინდას წარმატებები კონკურსშიც და პირად ცხოვრებაშიც.
იგი ნამდვილად იმსახურებს ფინალში ყოფნას!
მალე დედობაც მიგველოცოს მისთვის!