შოუბიზნესი როგორია ბერძნული "Playboy" - ს ქართველი ვარსკვლავის თამთა მასტორაკის ისტორია და როგორ გახდა ის საბერძნეთის სექს-სიმბოლო ( + ვიდეო ) 2015, 8 ივნისი, 18:10 ![]() ერთ - ერთ ინტერვიუში საბერძნეთის სექს - სიმბოლოდ აღიარებული და ქართული წარმომავლობის გოგონა თავად ჰყვება წარმატების საიდუმლოს: - " ჩემი წარმატების საიდუმლოალბათ იმაშია, რომ ალბათ რაღაც ისეთი დაინახეს ჩემში, რითაც სხვა კონკურსანტებისაგან გამოვირჩეოდი და კიდევ, ჩემი წარმატების საიდუმლო რა თქმა უნდა უპირველესად თავმდაბლობაა, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აქ". მისი თქმით, დღეს უკვე ცნობილ მოდელს საბერძნეთის ისეთ ცნობილ დიზაინერებთან უწევს მუშაობა, როგორებიცაა: ვასილეოს კოსტეცოსი, მაკის ცელიო, კატი ხენდელსი, ჯონ ტონგუო და კიდევ ბევრი სხვა.წარმატებული ვარსკვლავი გულისწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ მას მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზებები და მიწვევები ჰქონდა პარიზიდან, მილანიდან, ჩინეთიდან, საბუთების გამო ვერ ახერხებს სხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას. დღეს უკვე 11 წლის წინ საქართველოდან წასული გოგონა გამუდმებით ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე და განსაკუთრებით ენატრება საკუთარი სახლი ბათუმში: - "ყველაზე მეტად ჩემი სახლი მენატრება...ძალიან ბევრ ტკბილ მოგონებებს მახსენებს ახალი წელი და ბავშვობაში მაბრუნებს... საცივის, გოჭისა და ხაჭაპურის გარეშე ვერ წარმომიდგენია ახალი წელი". ![]() ![]() 418 8-ს მოსწონს
|