x
image
ვიზა კოხაძე
გამაოგნებელი ნიჭისა და უცნაური წარმოსახვის მქონე მხატვარი, რომელიც ფრესკებს მიტოვებული სახლის კედლებზე ქმნის და წყალში ნავით გადაადგილდება ( + ვიდეო )

imageგამაოგნებელი ნიჭისა და წარმოსახვის მხატვარი, რომელმაც შეძლო და მოკლე დროში საკუთარი ნამუშევრების ფოტოებით 8 000 - ზე მეტი მიმდევარი გაეჩინა ინსტაგრამზე. შემსრულებელმა შეძლო გარდაექმნა მიტოვებული შენობები ჰავაიზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მისი სახელია შონ იორო, თუმცა როგორც ფრესკების საუკეთესო კონსტრუქციების შემქმნელს იცნობენ სახელად - " ჰულას".imageimage

მან შექმნა ულამაზესი ნამუშევრები, ( ქალების უზარმაზარი სახეები და ფიგურები, მათი თავები წყალში, მოცურავე მდგომარეობაში და ა. შ. ), რომელთა უმეტესობა გვიჩვენებს ქალთა სახეებს როგორც წყლის ტალღებში ჩაძირულებს, ასევე სხვადასხვა სტილში.როგორც წყარო წერს, ჰულას შეუძლია სულ რამდენიმე საათი იმუშაოს და შექმნას უზარმაზარი და ყველაზე რეალისტური ფრესკა.

ამჟამად ცნობილი მხატვარი ნიუ - იორკიდან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰულასთან იმის თაობაზე, რომ ბრუკლინში, უილიამსბურგის სანაპიროზე იქნას გადატანილი ეს უმშვენიერესი ქმნილებები.imageimageწყაროს ინფორმაციით განსაკუთრებული და რაღაც უცნაური ნიჭისა თუ ხედვის ახალგაზრდა ამ მიტოვებულ ნანგრევებში, რომლებიც ნახევრად წყლითაა დაფარული, ჰულა ძირითადად პატარა ნავით გადაადგილდება, რაც როგორც თავად განუცხადა dailymail- ს, არანაირ კომფორტს არ უქმნის და პირიქით, ნავით გადაადგილება "ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და ხელოვნების ნიმუშების შექმნის სტიმულატორია".imageimageimage

ჰულამ "dailymail" - თან ინტერვიუში თავის ბოლო ნამუშევრებზე ისაუბრა და თაყვანისმცემლებს მიუთითა, თუ როგორ შეუძლიათ ამ პორტრეტების ნახვა - "hulaaa.com".

ინსტაგრამზე კი მის უახლოეს სურათებს ასეთი წარწერა აქვს: - " საკმარისია მქონდეს საღებავები და ფუნჯი და რაც შეიძლება შორს წამიყვანა ქუჩიდან" ან კიდევ: - " ... როდესაც ყველა ხმა წყდება და მხოლოდ საკუთარ გულისცემას უსმენთ, როცა ირგვლივ ყველაფერი იკარგება და რჩებით აბსოლუტურად მარტო, ეს ერთადერთი ადგილია, რომელსაც მე ჩემს სახლს ვუწოდებ.. დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო ყველას მხარდაჭერისათვის"!imageimageimageimage









1
281
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
281
  
2015, 7 ივნისი, 19:19
საღოლ მაგარია იზა როგორც ყოველთვის,,,, და რათქმაუნდა გავაზიარე
0 1 1